საერთაშორისო გამოცდილება ხელს უწყობს კატასტროფათა მართვის ეროვნული სისტემის განვითარებას საქართველოში

Tue Jul 11 00:00:00 UTC 2017

2014 წლის წყალდიდობით დაზარალებული თბილისი. ფოტოს ავტორი: დავით ხიზანიშვილი/UNDP

2017 წლის 11 ივლისს გაიმართა სამუშაო სემინარი ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული ზარალის დათვლისა და შეფასების ერთიანი  სისტემის შემუშავების საკითხებზე. სემინარში მონაწილეობა მიიღეს სამინისტროებისა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის წევრებმა.  

სემინარის ორგანიზატორია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით.

შეხვედრას გაუძღვნენ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ მოწვეული საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, რომლებმაც გააცნეს სემინარის მონაწილეებს ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული ზარალის შეფასების თანამედროვე, ევროკავშირის მიერ აღიარებული მეთოდები.

ექსპერტთა ჯგუფმა ასევე წარადგინა კატასტროფით მიყენებული ზიანისა და ზარალის ეროვნული ინდიკატორები და მათ შესამუშავებლად საჭირო საბაზისო ინფორმაციის ჩამონათვალი.

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წარმომადგენლებმა გააცნეს სემინარის მონაწილეებს კატასტროფებით მიყენებული ზარალის და ზიანის შეფასების ერთიანი სისტემის შექმნისათვის საჭირო ქმედებები, რაც კატასტროფის რისკების მართვის სისტემის სრულყოფას უზრუნველყოფს.  მსჯელობა შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა სტიქიური მოვლენების ეროვნული კლასიფიკატორი, რომელიც მოამზადა უწყებათაშორისმა სამუშაო ჯგუფმა ევროკავშირის INSPIRE დირექტივის შესაბამისად. დირექტივა INSPIRE არეგულირებს სივრცითი ინფორმაციის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებასა და გარემოსდაცვითი პოლიტიკის განსაზღვრას ევროკავშირში. მისი მიზანია სივრცითი მონაცემების გაზიარება და საჯარო ხელმისაწვდომობა ევროპის მასშტაბით.

კატასტროფებით მიყენებულიზარალისა და ზიანის შეფასების სისტემის რეფორმის განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოში კატასტროფათა რისკების ეფექტური მართვას. 

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უკვე რამდენიმე წელია ხელს უწყობს კატასტროფების რისკების მართვის რეფორმას საქართველოში ადგილობრივ და ეროვნულ ხელისუფლებასთან, კვლევით ინსტიტუტებთან, მოსახლეობასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში. 

Contact information
  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, sophie.tchirtchinadze@undp.org, +995 599 196907
  • ნინო მაზიაშვილი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო nmaziashvili@sscmc.gov.ge, +995  599 741097 

UNDP მსოფლიო

თქვენ იმყოფებით UNDP საქართველო 
გადასვლა UNDP მსოფლიოში

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი