ამბავი ტოლერანტობისა

8 აგვისტო 2014

ადამიანთა მონათხრობი მოკლე ამბები იძლევა ყველაზე რთული სოციალური საკითხების სიღრმისეულ სურათს - ამტკიცებს გაეროს განვითარების პროგრამის ინოვაციური კვლევის მეთოდი, რომელიც ეყრდნობა მოკლე მოთხრობების, მიკრო-ნარატივების ანალიზს.  

საქართველოს სახალხო დამცველთან ერთად, UNDP აგროვებს მოკლე მოთხრობებს საქართველოს ყველა რეგიონიდან და იკვლევს, თუ რას ფიქრობს მოსახლეობა ადამიანის უფლებებზე, ტოლერანტობაზე, დისკრიმინაციასა და თანასწორობაზე.

კვლევა დაიწყო 2014 წლის მარტში და გაგრძელდება წლის ბოლომდე. მოთხრობების შეგროვებაში UNDP-ისა და სახალხო დამცველს ეხმარებიან არასამთავრობო ორგანიზაციები და ასევე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სტუდენტები.

ანონიმური მოთხრობების ანალიზისათვის გამოიყენება სპეციალური პროგრამა SenseMaker®. მისი მეშვეობით შესაძლებელია სიღრმისეული პრობლემების გამოვლენა და მათი გადაჭრის გზების გამონახვა.

მონაცემთა შეგროვების უფრო ტრადიციულ მეთოდებთან, მაგალითად, რაოდენობრივ და თვისებრივ კვლევასთან შედარებით, მიკრო ნარატივები გვიჩვენებს, თუ როგორ იცვლება სოციალური მიმართებები გარკვეული დროის მანძილზე, რამდენად ეფექტურია კონკრეტული საკითხის მოსაგვარებლად გამოყენებული ზომები. რესპონდენტებს ანუ ნარატორებს, შესაძლებლობა აქვთ მკაფიოდ განსაზღვრონ თავისი დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხის მიმართ, რაც მინიმუმამდე ამცირებს  არასწორი ინტერპრეტაციის რისკს.

UNDP-ის ინოვაციური კვლევის მონაწილეები ყვებიან ამბებს ადამიანებზე, რომლებიც, მათი აზრით, განსხვავებულები არიან რომელიმე ნიშნით - სქესი, ეთნიკური წარმომავლობა, რელიგია, სექსუალური ორიენტაცია.

აქამდე უკვე შეგრობდა 200 მოთხრობაზე მეტი. კვლევა გრძელდება, ყველა მსურველს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ვებ  გვერდის მეშვეობით.  

საკონტაქტო ინფორმაცია

რუსუდან ტუშური, პროექტის მენეჯერი,  rusudan.tushuri@undp.org

ხათუნა სანდროშვილი, სპეციალისტი ინოვაციების დარგში, khatuna.sandroshvili@undp.org

პრეს სამსახური
სოფო ჭიჭინაძე პრეს სამსახურის ხელმძღვანელი
sophie.tchitchinadze@undp.org 995 32 2251126 ext.158