საარჩევნო მედიამონიტორინგის შედეგები

30 ივლისი 2014

imageმარცხნიდან მარჯვნივ: გიგი ბრეგადზე - UNDP, შომბი შარპი - UNDP, ბორის იაროშევიჩი - ევროკავშირის წარმომადგენლობა. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

თბილისი. 30 ივლისი 2014 - საქართველოს მედიამ მნიშვნელოვნად წაიწია წინ დაბალანსებული და მიუკერძოებელი გაშუქების თვალსაზრისით, მაგრამ ჯერ კიდევ იგრძნობა მოვლენათა სიღრმისეული ანალიზის ნაკლებობა - ასეთია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მედიამონიტორინგის ერთ-ერთი დასკვნა. სამთვიანი მედიამონიტორინგი აკვირდებოდა არჩევნების გაშუქებას ორმოცამდე ტელე, რადიო, ბეჭდურ და ონლაინ მედია საშუალებაში.   

მედიამონიტორინგის საბოლოო ანგარიშის წარდგენა შედგა 30 ივლისს გამართულ პრეს კონფერენციაზე. მედიამონიტორინგის შედეგები შეაჯამეს არასამთავრობო ორგანიზაციების - CRRC საქართველო, ინტერნიუს - საქართველო და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა.

შეხვედრა გახსნეს ბორის იაროშევიჩმა - ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ, და შომბი შარპმა - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ.

მონიტორინგი ჩატარდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით.

ყველა ანგარიში განთავსებულია ვებ  გვერდზე: www.MediaMonitor.ge

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო: 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org

თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში: +995 32 294 3763, tamriko.mikadze@eeas.europa.eu