ევროკავშირთან დაახლოების გზაზე

21 ივლისი 2014

imageსაერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციის გახსნა. ფოტო: საქართველოს პარლამენტი

21-22 ივლისს ბათუმში გაიმართა საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენცია, რომლის მიზანია საქართველოს პროგრესის შეფასება ევროკავშირთან ინტეგრაციის  გზაზე 2014 წლის ივნისში ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ხელის მოწერის შემდეგ.

კონფერენცია გახსნეს ვიქტორ დოლიძემ - საქართველოს პარლამენტის ევროატლანტიური ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ; ფილიპ დიმიტროვმა - ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში; და ნილს სკოტმა - გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.

კონფერენციაზე გაიმართა მსჯელობა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროპულთან, პარლამენტის საზედამხედველო როლი ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში, ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობის გზები და საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება ევროკავშირთან ინტეგრაციის შესახებ.

კონფერენციის საერთაშორისო ფორმატმა შესაძლებლობა მისცა საქართველოს გაიზიაროს ვიშეგრადის ჯგუფის, V4, სახელმწიფოების გამოცდილება. ვიშეგრადის ჯგუფი აერთიანებს ცენტრალური ევროპის ოთხ სახელმწიფოს - პოლონეთს, ჩეხეთის რესპუბლიკას, უნგრეთსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას, და მიზნად ისახავს მათი პროგრესის ხელშეწყობას როგორც ევროკავშირთან ინტეგრაციის, ასევე ურთიერთთანამშრომლობის საქმეში.

ბათუმის კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ვიშეგრადის ჯგუფის სახელმწიფოებისა და დიდი ბრიტანეთის პარლამენტების წევრებმა, დიპლომატიური მისიებისა  და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. საქართველო წარადგინა პარლამენტისა და მთავრობის მაღალი რანგის დელეგაციამ.

კონფერენციის ორგანიზატორია საქართველოს პარლამენტი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით.

საკონტაქტო ინფორმაცია

მადონა ნოზაძე, საქართველოს პარლამენტი, 599 557978 (მობილური), nozadze.madona@gmail.com

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, 599 196907 (მობილური), sophie.tchitchinadze@undp.org

პრეს სამსახური
სოფო ჭიჭინაძე პრეს სამსახურის ხელმძღვანელი
sophie.tchitchinadze@undp.org +995 32 2251126 ext.158