ადამიანის უფლებათა მონიტორინგი ციხეებში

30 ივნისი 2014

ქობულეთი. 30 ივნისი 2014. ქობულეთში გაიხსნა სამდღიანი სამუშაო სემინარი თავისუფლების აღკვეთის ადგილებში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე.

სემინარს დაესწრნენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრები.

სემინარის მონაწილეებმა იმსჯელეს ციხეების მონიტორინგზე, როგორც სასჯელაღსრულების ადგილებში ადამიანის უფლებათა დარღვევების გამოვლენის ეფექტურ საშუალებაზე.

მონაწილეებს სიტყვით მიმართა უჩა ნანუაშვილმა, საქართველოს სახალხო დამცველმა. სემინარში ასევე მონაწილეობა მიიღო მარი ამოსმა, ესტონეთის იუსტიციის კანცლერის მრჩეველმა და წამების პრევენციის გაეროს ქვე-კომიტეტის წევრმა, რომელიც ქართველ ექსპერტებთან ერთად შეიმუშავებს სასჯელაღსრულების ადგილების მონიტორინგის წესებს.

2 ივლისს ესტონელმა ექსპერტმა და მისი ქართველი კოლეგებმა ერთობლივად ჩაატარეს ბათუმის ციხის მონიტორინგს.

სემინარის ორგანიზატორია საქართველოს სახალხო დამცველი გაეროს განვითარების პროგრამისა და ესტონეთის მთავრობის ხელშეწყობით.

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP  საქართველო, sophie.tchitchinadze@undp.org, +995 599 196907

ანი თამაზაშვილი, სახალხო დამცველის ოფისი, atamazashvili@ombudsman.ge, +995 595 033232

პრეს სამსახური
სოფო ჭიჭინაძე პრეს სამსახურის ხელმძღვანელი
sophie.tchitchinadze@undp.org +995 32 2251126 ext.158