ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის რეფორმა გრძელდება

12 ივნისი 2014

imageშეხვედრაში მონაწილეობას იღებენ მთავრობის, პარლამენტის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

თბილისი. 12 ივნისი 20114 - 12 ივნისს გაიმართა სამუშაო შეხვედრა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ეროვნული სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებმა. ასევე მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტებმა მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრებიდან - კ.გულბექიანის ფონდიდან“ გლობალური ფსიქიკური ჯანმრთელობის პლატფორმა”, ლონდონის სამეფო კოლეჯის ფსიქიატრიის ინსტიტუტიდან და ლისაბონის უნივერსიტეტის  ფსიქიკური ჯანმრთელობის დეპარტამენტიდან.

შეხვედრა გახსნეს მარიამ ჯაშმა- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ და ნათია ნაცვლიშვილმა - გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა.

2013 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა მიიღო ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს განვითარების ეროვნული კონცეფცია. სამოქმედო გეგმის შემუშავება ლოგიკურად აგრძელებს ამ პროცესს და კიდევ ერთი ნაბიჯია  ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის რეფორმის განვითარების საქმეში.

საერთაშორისო ექსპერტების ვიზიტი ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით ფონდთან „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“ თანამშრომლობით.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო მორგოშია, 577 774040, smorgoshia@moh.gov.ge

ნინო აღდგომელაშვილი, 599 140008, nagdgomelashvili@gip-global.org