ფერმერთა განათლება და ინოვაციური სათბურები სამეგრელოში

Thu Jun 12 00:00:00 EDT 2014

მარცხნიდან მარჯვნივ: სიმონე ვოლკენი UNHCR წარმომადგენელი საქართველოში, ქეთევან ნატრიაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, ოთარ დანელია, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, მამუკა ცოტნიაშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე და ნილს სკოტი, UNDP ხელმძღვანელი საქართველოში. ფოტო: ვლადიმერ ვალიშვილი.

გაეროსა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები გაეცნენ სენაკში დევნილებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ხელშეწყობის პროგრამას, რომელსაც ერთობლივად ახორციელებენ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR)და გაეროს განვითარების პროგრამა.

ნილს სკოტმა, გაეროს ხელმძღვანელმა საქართველოში, სიმონე ვოლკენმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელმა საქართველოში, ოთარ დანელიამ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ნატრიაშვილმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით გალეგაშვილმა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, და მამუკა ცოტნიაშვილმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ მოინახულეს ფერმერთა საინფორმაციო და საკონსულატაციო ცენტრი. ის ინფორმაციითა და ტრენინგით ემსახურება ადგილობრივ ფერმერებს. 2013 და 2014 წლებში პრაქტიკული დახმარება აქ 700-ზე მეტმა ფერმერმა მიიღო. ასევე განხორციელდა 30-მდე სადემონსტრაციო პროექტი, რომელთა დანიშნულებაა სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა.

სტუმრებმა ასევე მოინახულეს ინოვაციური სათბური- ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სადემონსტრაციო პროექტი, რომელიც შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება. ენერგოეფექტური სათბური იყენებს ენერგიის ჰიბრიდულ სისტემას - გეოთერმულ და მზის ენერგიას. სათბური გადახურულია პოლიკარბონატით, მდგრადი და ეკონომიური მასალით, რომელიც შესანიშნავ თბოიზოლაციას უზრუნველყოფს. ტრადიციულ სათბურებთან შედარებით, ასეთი სათბური 60 პროცენტით ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს. ხოლო სათბურში გეოთერმული ენერგიის გამოყენება საქართველოსთვის ინოვაციური მიდგომაა.

ინოვაციური სათბურით ისარგებლებენ როგორც მცირე ფერმერები, მეტწილად დევნილები, ასევე პროფესიული სასწავლო კურსების სტუდენტები. სათბურში უკვე გაიარა პრაქტიკული სწავლება 50-ზე მეტმა სტუდენტმა. 

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, sophie.tchitchinadze@undp.org, +995 599 196907 (მობილური)

UNDP მსოფლიო

თქვენ იმყოფებით UNDP საქართველო 
გადასვლა UNDP მსოფლიოში

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სვაზილენდი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია

ჩადი ჩილე ჩინეთი

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი