მეტი ანალიტიკა, ნაკლები პოლარიზება - საარჩევნო მედიამონიტორინგის შუალედური შედეგები

11 ივნისი 2014

imageმარცხნიდან მარჯვნივ: გიგი ბრეგაძე UNDP საქართველო, ნილს სკოტი, UNDP ხელმძღვანელი საქართველოში, ელჩი ფილიპ დიმიტროვი, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში, ჰელგა პენდერი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში. ფოტო: მარიამ ჯანაშია

სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - CRRC საქართველო, ინტერნიუს - საქართველო და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, წარადგინა საარჩევნო მედიამონიტორინგის შუალედური შედეგები.

შეხვედრა გახსნეს ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა საქართველოში ნილს სკოტმა - გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა.

მიმდინარე მედიამონიტორინგი აკვირდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაშუქებას ორმოცამდე ტელე, რადიო, ბეჭდურ და ონლაინ მედია საშუალებაში. ანგარიშები მოიცავს დროის მონაკვეთს 2014 წლის 15 აპრილიდან 23 მაისამდე და განთავსებულია ვებ  გვერდზე: www.MediaMonitor.ge

მონიტორინგი მიმდინარეობს  ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით.

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, 599 196907 (მობილური), Sophie.Tchitchinadze@undp.org

თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, +995 32 2943763, Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu

ვებ-გვერდი
წარმატების ისტორია
არჩევნები და მედია
პრეს სამსახური
სოფო ჭიჭინაძე პრეს სამსახურის ხელმძღვანელი
sophie.tchitchinadze@undp.org 995 32 2251126 ext.158