აჭარის დაცული ტერიტორიების ხელშეწყობა

9 ივნისი 2014

imageსაქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ნილს სკოტმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას აჭარის დაცული ტერიტორიების ხელშეწყობის შესახებ. ფოტო: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და გაეროს განვითარების პროგრამა იწყებენ ახალ პროექტს, რომელიც ემსახურება აჭარის
ავტონომიურ რესპუბლიკაში დაცული ტერიტორიების ხელშეწყობას.

მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ნილს სკოტმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ხელს შეუწყობს აჭარაში დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოებას, რომელშიც შედის კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი, მტირალას ეროვნული პარკი და ახლად ჩამოყალიბებული მაჭახელას ეროვნული პარკი.

4 წლიანი პროექტის განხორციელებისას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ადგილობრივი მოსახლეობის ხელშეწყობას, მის ჩართულობას დაცული ტერიტორიების მართვის საკითხებში, დასაქმებისა და შემოსავლების გაზრდის შესაძლებლობებს.

პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია თანამშრომლობა ჯამილის ნაკრძალთან თურქეთში, რომელიც აჭარის დაცულ ტერიტორიებთან ერთად ქმნის კოლხური ტყეების შესანარჩუნებლად შექმნილი დაცული ტერიტორიების ჯაჭვს, რაც უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა ეკო-ტურიზმის განვითარებისათვის.

პროექტს აფინანსებენ გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამა. სრული ბიუჯეტი აღემატება US$ 1.3 მილიონ აშშ დოლარს.

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო sophie.tchitchinadze@undp.org, +995 599 196907 (მობილური)
მაია სიხარულიძე,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, pr@moe.gov.ge, +995 577 343355 (მობილური)