თანამედროვე განათლება საქართველოს ფერმერებს

9 ივნისი 2014

imageნილს სკოტი, UNDP საქართველოს ხელმძღვანელი საუბრობს პროფესიული გადამზადებისა და ექსტენციის მნიშვნელობაზე სოფლის მეურნეობაში.ფოტო: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

9 ივნისი. 2014. თბილისი. გაიხსნა ორდღიანი კონფერენცია სოფლის მეურნეობის სფეროში პროფესიული გადამზადების და ქსტენციის ახალი ეროვნული კონცეფციის  საკითხებზე.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს მთავრობის,სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წაარმომადგენლები, ასევე მკვლევარები და ფერმერები.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან გაეროს განვითარების პროგრამა , შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC), საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

 კონფერენცია გახსნეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა- შალვა ფიფიამ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს რეგიონალურმა დირექტორმა- რუდოლფ  შოხმა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა საქართველოში- ნილს სკოტმა.

განათლებისა და გადამზადების თანამედროვე სისტემების დანერგვა გაზრდის საქართველოს სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობას და ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ამ საკითხებში საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის გაეროს განვითარების პროგრამასთან და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან.

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო sophie.tchitchinadze@undp.org, +995 599 196907

პრეს სამსახური
სოფო ჭიჭინაძე პრეს სამსახურის ხელმძღვანელი
sophie.tchitchinadze@undp.org 995 32 2251126 ext.158