ჩემი გარემო ბორჯომში

7 ივნისი 2014

imageგარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგოლაძე და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში ნილს სკოტი გარემოს მსოფლიო დღეს ბორჯომში აღნიშნავენ. ფოტო: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

შაბათს, 7 ივნისს, ბორჯომში გაიმართა საზეიმო ღონისძიებები გარემოს მსოფლიო დღის აღსანიშნავად.

ველოტური, გამოფენა ღია ცის ქვეშ და ახალგაზრდული აქციები ჩატარდა ერთთვიანი გარემოსდაცვითი კამპანიის „ჩემი გარემოს“ ფარგლებში, რომლის ორგანიზატორები არიან საქართველოს გარემოსა  და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და გაეროს განვითარების პროგრამა.

ბორჯომში გამართულ ღონისძიებებს დაესწრნენ გარემოსა  და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი - ხათუნა გოგალაძე,გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში - ნილს სკოტი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

სტუმრებმა მოინახულეს სოფელი დაბა, სადაც საქართველოს გარემოსა  და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, UNDP-სა და ფინეთის მთავრობის ხელშეწყობით მიმდინარეობს 2008 წლის კონფლიქტის დროს განადგურებული ტყის აღდგენა.   
სტუმრები ასევე შეხვდნენ ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და ახალგაზრდულ ეკო კლუბებს, ხოლო დღის ბოლოს მონაწილეობა მიიღეს ველოტურში, რომელიც ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაიმართა.

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო sophie.tchitchinadze@undp.org, +995 599 196907 (მობილური)

მაია სიხარულიძე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, pr@moe.gov.ge, +995 577 343355 (მობილური)

პრეს სამსახური
სოფო ჭიჭინაძე პრეს სამსახურის ხელმძღვანელი
sophie.tchitchinadze@undp.org 995 32 2251126 ext.158