არასამთავრობო ორგანიზაციები ერთიანდებიან გენდერული თანასწორობისათვის

6 ივნისი 2014

imageგენდერული ორგანიზაციების ფორუმში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა. ფოტო:დავით ხიზანიშვილი/UNDP

გენდერულ თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა განიხილეს თანამშრომლობისა  და ერთობლივი საქმიანობის გზები გენდერული თანასწორობის საკითხების უკეთ წამოწევისა და ლობირების გაუმჯობესებისათვის.

არასამთავრობოებთან ერთად დისკუსიაში მონაწილეობდნენ პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, გაეროს განვითარების პროგრამისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ფორუმის მონაწილეებმა შეიმუშავეს თანამშრომლობის ერთობლივი სტრატეგია და ეთიკის კოდექსი. კონფერენციის ბოლოს მონაწილეებმა ხელი მოაწერეს გენდერის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტთა ფორუმის დეკლარაციას.

ფორუმი ორგანიზებული ოყო გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ მხარდაჭერითა და შვედეთის მთავრობის დაფინანსებით.

საკონტაქტო ინფორმაცია

მაკა გვრიტიშვილი, UNDP საქართველო: 551 988999 (მობილური), maka.gvritishvili@undp.org

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო: 599 196907 (მობილური), sophie.tchitchinadze@undp.org

პრეს სამსახური
სოფო ჭიჭინაძე პრეს სამსახურის ხელმძღვანელი
sophie.tchitchinadze@undp.org 995 32 2251126 ext.158