როგორ შევამციროთ კატასტროფათა რისკები საქართველოში

30 მაისი 2014

imageმარცხნიდან მარჯვნივ: გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში ნილს სკოტი, ნინო ანთაძე, გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში. ფოტო: მარიამ ჯანაშია/UNDP

საქართველოს მთავრობის, წითელი ჯვრის, გაეროს სააგენტოების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განიხილეს პირველადი პროექტი,  რომელიც აფასებს ქვეყნის შესაძლებლობებს, იურიდიულ და ინსტიტუციურ მექანიზმებს კატასტროფების რისკების შემცირების საკითხებში.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე, ნინო შარაშიძე, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში ნილს სკოტი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ღიბრაძე და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თემურ კორძაია.

პროექტი მომზადდა საერთაშორისო  მიერ გაეროს მუდმივმოქმედი უწყებათშორისო კომიტეტის (IASC) და გაეროს სპეციალიზირებული კატასტროფების შემცირების ინიციატივის (CADRI)  ექსპერტების მიერ საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით. დოკუმენტის ქართულ და ინგლისურენოვანი ვერსიები გავრცელდება ივლისის ბოლოს. ანგარიშის მონაცემებს დაეყრდნობა კატასტროფათა რისკის შემცირების შესაძლებლობების განვითარების სამოქმედო გეგმა, რომელიც წარედგინება საქართველოს მთავრობას 2014 წლის ბოლოს.

საკონტაქტო ინფორმაცია

მაია სიხარულიძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.pr@moe.gov.ge, +995 577 343355 (მობილური)

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, sophie.tchitchinadze@undp.org, +995 599 196907 (მობილური)

პრეს სამსახური
სოფო ჭიჭინაძე პრეს სამსახურის ხელმძღვანელი
sophie.tchitchinadze@undp.org +995 32 2251126 ext.158