„ჩემი გარემო“

4 ივნისი 2014

image

თბილისი. 4 ივნისი 2014. გარემოს მსოფლიო დღის, 5 ივნისის, აღსანიშნავად საქართველოში ჩატარდება გარემოსდაცვითი კამპანია „ჩემი გარემო“. საჯარო ღონისძიებები, კონფერენციები და სემინარები, ახალგაზრდული აქციები გაიმართება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მთელი ივნისის განმავლობაში.

კამპანიის სლოგანია ჩემი გარემო. მისი მიზანია შეგვახსენოს, რომ ყოველ ჩვენთაგანს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს გარემოს დაცვის საქმეში, გაუფრთხილდეს ჩვენს პლანეტას და იზრუნოს მსოფლიოს მწვანე და უსაფრთხო მომავალზე.

გარემოსდაცვითი კამპანიის ორგანიზატორები არიან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოს მთავრობასთან, საერთაშორისო პარტნიორებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ახალგაზრდულ ჯგუფებთან თანამშრომლობით.

გარემოსდაცვითი ინიციტივები ხორციელდება საქართველოს მთავრობის, ფინეთის მთავრობის, ევროკავშირის,  გაეროს განვითარების პროგრამის და მსოფლიო გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური მხარდაჭერით.
კალენდარი

3-4 ივნისი- 10:00 – 17:00- რეგიონული სემინარი საძოვრების მართვის და კლიმატის ცვლილების საკითხებში: აზერბაიჯანი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი. თბილისი

5 ივნისი -ახალგაზრდული აქცია დეგრადირებული ნიადაგის აღდგენის მხარდასაჭერად. ჭიათურა

5 ივნისი- 9:00- კონფერენცია: სატყეო სექტორის ინსტიტუციური რეფორმა. თბილისი. ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსი

6 ივნისი- კოლხური ხოხბის აღდგენა ბუნებრივ ჰაბიტატში: ინკუბატორის გახსნა. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები.

7 ივნისი12:00-17:00. ბორჯომი  

  • 2008 წლის ომის შედეგად განადგურებული ტყის აღდგენითი სამუშაოების მონახულება
  • ჩემი გარემო: ახალგაზრდული აქცია ღია ცის ქვეშ
  • ველო-ტური

10-12 ივნისი- 10:00 – 17:00- რეგიონული სემინარი გარემოსდაცვითი კატასტროფების საკითხებში. თბილისი. სასტუმრო ბეთსი.

28 ივნისი-ნარჩენების მართვის ახალი მეთოდები: პოლიეთილენისა და პლასტიკის გადამუშავება. ხარაგაული

  • საპრესი აპარატის დემონსტრირება
  • პლაკატების გამოფენა

4 ივნისი – 2 ივლისი -ფიჭვნარი კორომების აღდგენა ათი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე თუშეთის დაცული ტერიტორიები.

4 ივლისი- ეკო-მონიტორინგი: ხარაგაულის დაცული ტეროტორიებისათვის განკუთვნილი ეკო-პატრულირების საფრენი აპარატის გამოცდა. თბილისი. ლისის ტბა.

საკონტაქტო ინფორმაცია

მაია სიხარულიძე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, pr@moe.gov.ge, +995 577 343355 (მობილური)

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, sophie.tchitchinadze@undp.org, +995 599 196907 (მობილური)

პრეს სამსახური
სოფო ჭიჭინაძე პრეს სამსახურის ხელმძღვანელი
sophie.tchitchinadze@undp.org +995 32 2251126 ext.158