საძოვრები და კლიმატის ცვლილება

3 ივნისი 2014

image

აზერბაიჯანი, მოლდოვა, საქართველო და სომხეთი იწყებენ მსჯელობას საძოვრების მართვის, ეკოსისტემების დაცვისა და კლიმატის ცვლილების საკითხებზე. 2014 წლის 3 ივნისს დაიწყო ორ-დღიანი რეგიონული სემინარი, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ოთხივე ქვეყნის სამინისტროების, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები. სემინარს ასევე ესწრებოდნენ ნახშირბადის დაგროვების მინიტორინგის ექსპერტები გერმანიასა და მოლდოვადან.

რეგიონული შეხვედრის ორგანიზატორია პროგრამა Clima East –ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივა, რომელიც ხელს უწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და რუსეთს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პოლიტიკის გატარებაში.

თბილისის სემინარი პირველი რეგიონული შეხვედრაა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს Clima East პროგრამის ოთხ ქვეყანას განიხილონ საძოვრების მართვასთან დაკავშირებული საერთო პრობლემები და ჩამოაყალიბონ,  თუ რა  არის საჭირო ამ სფეროში პოლიტიკური და საკანონმდებლო ცვლილებების გატარებისათვის. 

სემინარის გახსნაზე მონაწილეებს მიესალმნენ სოფო ქემხაძე - გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე, ალვარო ორტეგა- საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამების მენეჯერი, და გრიგოლ ლაზრიევი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს კლიმატის ცვლილების სამსახურის ხელმძღვანელი.

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, 599 196907 (მობილური), Sophie.Tchitchinadze@undp.org

თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში:+995 32 2943763, Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu