დონორები რეგიონული განვითარებისათვის

3 ივნისი 2014

imageმარცხნიდან მარჯვნივ: შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს რეგიონალური დირექტორი რუდოლფ შოხი, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი,საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გია ჟორჟოლიანი და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში ნილს სკოტი. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

თბილისი. 3 ივნისი 2014 – 2014 წლის 2 ივნისს გაიმართა საკოორდინაციო შეხვედრა საქართველოს რეგიონული და ადგილობრივი განვითარების საკითხებში. მსჯელობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო პარტნიორებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

საკოორდინაციო შეხვედრას მასპინძლობდა საქართველოს საპარლამენტო კომიტეტი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საკითხებში.

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ნილს სკოტმა - გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა საქართველოში, და რუდოლფ შოხმა - შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს რეგიონალურმა დირექტორმა.

„ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარება იწყება რეგიონებსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში. მთავრობისა და საერთაშორისო დონორების კოორდინირებული ძალისხმევა ხელს შეუწყობს რეფორმების გატარებას ამ სფეროში“, - თქვა ნილს სკოტმა.

საკოორდინაციო შეხვედრა ჩატარდა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში.   

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, sophie.tchitchinadze@undp.org, +995 599 196907

პრეს სამსახური
სოფო ჭიჭინაძე პრეს სამსახურის ხელმძღვანელი
sophie.tchitchinadze@undp.org +995 32 2251126 ext.158