საქართველოს მედია სოფლის მეურნეობის განვითარებას აშუქებს

29 მაისი 2014

imageჟურნალისტებმა მოინახულეს სადემონსტრაციო ნაკვეთები ზემო აჭარაში.ფოტო: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

29-30 მაისს, საქართველოს წამყვანი მედია საშუალებების წარმომადგენლები გაემგზავრნენ აჭარაში, სადაც ისინი გაეცნობიან ევროპის სამეზობლო პროგრამის მიმდინარეობას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას.

ვიზიტის პირველ დღეს ჟურნალისტები შეხვდნენ ფერმერებს, შეიტყვეს იმ მომსახურების შესახებ, რომელიც ხელს უწყობს ფერმერთა კოოპერატივების დაფუძნებასა და წარმოებისა და გასაღების ჯაჭვების ჩამოყალიბებას. ჟურნალისტებმა მოინახულეს სადემონსტრაციო ნაკვეთები, სადაც მიმდინარეობს ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების გამოცდა და დანერგვა.  

მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ აჭარის აგროსერვის ცენტრის შუახევის ფილიალის გახსნას, სადაც მათ მიესალმნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სურსათის უვნებლობისა და სოფლის განვითარების ატაშე ხუან ეჩანოვე და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე სოფო ქემხაძე.

მედია ტური ხორციელდება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით.

საკონტაქტო ინფორმაცია

მაია ჩიტაია,  Action Global Communications, 599 490012 (მობილური), maia.chitaia@actionprgroup.com

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, 599 196907 (მობილური), sophie.tchitchinadze@undp.org

თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, 995 32 2943763, Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu