შვეიცარული სოფლის მეურნეობა საქართველოში

30 მაისი 2014

თბილისი. 30 მაისი 2014საქართველოს მთავრობა აგრძელებს გადამზადებისა და საკონსულტაციო მომსახურების - ექსტენციის სისტემის დახვეწას სოფლის მეურნეობაში. მსჯელობა ახალი ეროვნული კონცეფციის შესახებ გაიმართება 9-10 ივნისს დაგეგმილ კონფერენციაზე. კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და გაეროს განვითარების პროგრამის  ხელშეწყობით.

კონფერენციის ჩატარება გადაწყდა საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შვეიცარიაში ოფიციალური ვიზიტის დროს 2014 წლის 7-9 მაისს.

ვიზიტის განმავლობაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრისა და მეცხვარეთა ასოციაციის წარმომადგენლები გაეცნენ შვეიცარიის გამოცდილებას სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლებისა და ექსტენციის საკითხებში.

ქართველმა და შვეიცარიელმა კოლეგებმა ასევე ისაუბრეს საქართველოში ფერმერთა მომსახურების სისტემის განვითარებაზე და ამ მიმართულებით შვეიცარული გამოცდილების გაზიარებაზე.

ვიზიტის განხორციელდა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით და შვეიცარიის სოფლის რეგიონების განვითარების ასოციაციასთან (AGRIDEA) თანამშრმლობით.

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, sophie.tchitchinadze@undp.org, +995 599 196907

პრეს სამსახური
სოფო ჭიჭინაძე პრეს სამსახურის ხელმძღვანელი
sophie.tchitchinadze@undp.org +995 32 2251126 ext.158