საძოვრების ეფექტური მართვა

23 მაისი 2014

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პირველ საკოორდინაციო შეხვედრაზე საძოვრების მართვის ეფექტურობის გაზრდაზე იმსჯელეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ მიზნის მიღწევისთვის აუცილებელია ერთიანი მიდგომა, რომელიც გამყარებული იქნება შესაბამისი იურიდიული და ინსტიტუციური მექანიზმებით.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები გაიმართება სამ თვეში ერთხელ და მათ კოორდინაციას საქართველოს პარლამენტი გაუწევს.

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, sophie.tchitchinadze@undp.org, +995 599 196907

პრეს სამსახური
სოფო ჭიჭინაძე პრეს სამსახურის ხელმძღვანელი
sophie.tchitchinadze@undp.org +995 32 2251126 ext.158