საკრებულოს წევრი ქალები ლიდერთა სკოლის პროგრამას ასრულებენ

22 მაისი 2014

imageგაეროს ხელმძღვანელი საქართველოში ნილს სკოტი სერტიფიკატებს გადასცემს კურსდამთავრებულებს. ფოტო: დარო სულაკაური/UNDP

თბილისი. 21 მაისი, 2014 - ოთხმოცდათოთხმეტმა საკრებულოს წევრმა ქალმა დაასრულა ლიდერთა სკოლის პროგრამა, რომელიც შეიქმნა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო  ცერემონია „დიდუბე პლაზაში“გაიმართა.

კურსდამთავრებულებს მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს გაეროს ხელმძღვანელმა საქართველოში - ნილს სკოტმა, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) გენერალური დირექტორის მოადგილემ - ელსა ჰასტადმა და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა - გუგული მაღრაძემ და გიგლა აგულაშვილმა.

ლიდერთა სკოლის პროგრამა შეიქმნა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის და იგი შედგება ოთხი მოდულისაგან: 1. ადგილობრივი თვითმმართველობის საფუძვლები და არჩევითი მოხელის (საკრებულოს წევრის) საბაზისო უნარები; 2. როგორ მოვახდინოთ გავლენა ძალაუფლების გამოყენების გარეშე; 3. საკვანძო სტრატეგიები და პრიორიტეტული განვითარება; 4. საარჩევნო ტექნოლოგიები.

კურსდამთავრებული ქალების უმრავლესობა კვლავ იღებს მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.

ლიდერთა სკოლა ორგანიზებულია საქართველოს მუნიციპალური მომსახურების უზრუნველმყოფთა ასოციაციის (MSPA) მიერ გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით.

საკონტაქტო ინფორმაცია

მაკა გვრიტიშვილი, UNDP საქართველო: 551 988999 (მობილური), maka.gvritishvili@undp.org

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო: 599 196907 (მობილური), sophie.tchitchinadze@undp.org

პრეს სამსახური
სოფო ჭიჭინაძე პრეს სამსახურის ხელმძღვანელი
sophie.tchitchinadze@undp.org +995 32 2251126 ext.158