აჭარის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა

16 მაისი 2014

imageაგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ნილს სკოტი. მაისი 2014.

2014 წლის 16 მაისს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ეწვია გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში - ნილს სკოტი. ის შეხვდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს, აჭარის მთავრობის წარმომადგენლებს, მეწარმეებსა და ფერმერებს.

ნილს სკოტი და არჩილ ხაბაძე დაესწრნენ საზეიმო ღონისძიებას ბათუმის ბიზნეს ინკუბატორში, რომელსაც ამ დღეებში ხუთი წელი უსრულდება. ბათუმის ბიზნეს ინკუბატორის  მიზანია დახმარება გაუწიოს მცირე და საშუალო კომპანიებს ბიზნესს განვითარების ადრეულ ეტაპზე. ხუთი წლის განმავლობაში, ინკუბაციის სრული კურსი 30-ზე მეტმა ადგილობრივმა კომპანიამ გაიარა. აქედან 80 პროცენტმა დაიმკვიდრა ადგილი ბიზნეს სამყაროში და შექმნა 600-ზე მეტი მუდმივი და მოკლევადიანი სამუშაო ადგილი.

ნილს სკოტმა ასევე მოინახულა აჭარის აგროსერვის ცენტრის ქობულეთის ფილიალი, რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივ ფერმერებს და ფერმერთა გაერთიანებებს. აგროსერვის ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირის სოფლის მეურნეობისა და განვითარების სამეზობლო პროგრამასთან - ENPARD, რომელიც ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას საქართველოში.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) 2008 წლიდან მუშაობს აჭარაში. UNDP-ის მრავალმხრივი პროგრამები ხელს უწყობს რეგიონის ეკონომიკურ წინსვლას, სოფლის მეურნეობისა და ბიზნესისა განვითარებას და აჭარის უნიკალური ეკოსისტემის ბიომრავალფეროვნების დაცვას.

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, 599 196907 (მობილური), sophie.tchitchinadze@undp.org

ლაშა კომახიძე, UNDP საქართველო, 595 158484 (მობილური),
lasha.komakhidze@undp.org