იურიდიული დახმარების ცენტრი სვანეთში

13 მაისი 2014

imageმარცხნიდან მარჯვნივ: სოზარ სუბარი, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, ნილს სკოტი, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში; რუსუდან თუშური, UNDP საქართველო, ნათია ნაცვლიშვილი, UNDP საქართველო

მესტიაში გაიხსნა იურიდიული დახმარების ცენტრი, რომელიც მესტიისა და მიმდებარე სოფლების 14 ათასზე მეტ მაცხოვრებელს მოემსახურება. უფასო სამართლებრივი დახმარებით ისარგებლებს სოციალურად და ეკონომიკურად დაუცველი მოსახლეობა. ცენტრი გაიხსნა იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით.

2014 წლის 13 მაისს მესტიას ეწვივნენ ნილს სკოტი, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში; სოზარ სუბარი, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი; და მელიტონ ბენიძე, იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი. ისინი დაესწრნენ იურიდიული დახმარების ცენტრის გახსნას და შეხვდნენ ადგილობრივ მაცხოვრებლებს. 

მესტიის საკონსულტაციო ცენტრი იურიდიული დახმარების სამსახურის მეჩვიდმეტე ოფისია საქართველოში. 2007 წლიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იურიდიული დახმარების სამსახურის 11 ბიურო და 6 საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. გორის, ახალციხის, ახალქალაქის, წალკის, მარნეულისა და მესტიის წარმომადგენლობების გახსნა და აღჭურვა გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებით განხორციელდა. 

იურიდიული დახმარების სამსახური საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი მიზანია ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება ყველასთვის, მათ შორის სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის, დევნილებისთვის და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთათვის.

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აქტიურად უწყობს ხელს საქართველოში იურიდიული დახმარების განვითარებას. UNDP-ის მხარდაჭერით განხორციელდა იურიუდიული დახმარების ქსელის გაფართოება საქართველოს რეგიონებში და საზოგადოებრივი ადვოკატებისა და თანამშრომლების გადამზადება. UNDP -მ ასევე მხარი დაუჭირა მიმდინარე რეფორმას, რომლის შედეგადაც იურიდიული დახმარების სამსახური ჩამოყალიბდა როგორც დამოუკიდებული და მხოლოდ საქართველოს პარლამენტთან ანგარიშვალდებული სტრუქტურა.   

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, 599 196907 (მობილური), sophie.tchitchinadze@undp.org

გიორგი სელიმაშვილი, იურიდიული დახმარების სამსახური, 599 427737 (მობილური), gselimashvili@legalaid.ge

პრეს სამსახური
სოფო ჭიჭინაძე პრეს სამსახურის ხელმძღვანელი
sophie.tchitchinadze@undp.org +995 32 2251126 ext.158