შეხვედრა ტვიტერზე

12 მაისი 2014

image

შეხვედრა ტვიტერზე ორშაბათს, 12 მაისს, 11 CET #FutureSpotters

ტვიტერზე შეხვედრის მიზანი არის ერთმანეთს გავაცნოთ და დავაკავშიროთ ის ადამიანები, რომლებიც ქმნიან ინოვაციურ მიდგომებს საქართველოში, სომხეთსა და ეგვიპტეში. ესენი არიან გამოცდილი ინჟინრები, ჟურნალისტები, სოციალური მუშაკები, დიზაინერები, ეკო ფერმერები, გარემოსდაცვითი აქტივისტები, მკვლევარები, ადამიანის უფლებათა დამცველნი და სხვა.

ჩვენ გვწამს, რომ ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება დაგვეხმარება ჩვენი იდეების გარშემო თანამოაზრეების შემოკრებასა და პროექტების განხორციელებაში. ორშაბათს, ადამიანები მთელი მსოფლიოდან ერთი საათის განმავლობაში დატვიტავენ #futurespotters. რატომ უნდა შემოგვიერთდე?

  • გაიგებ რას ვსაქმიანობთ;
  • მხარს დაუჭერ იმ პროექტებს რომლებიც ხორციელდება კავკასიასა და ეგვიპტეში;
  • გახდები გლობალური ქსელის წევრი.

ეს მნიშვნელოვანია: ჩვენ ასევე ვაანონსებთ ჩვენი მომავალი შეხვედრის დროსა და ადგილს: თბილისი, 24-26 ივნისი. დაიმახსოვრე ეს თარიღი!

მეტი ინფორმაცია: Spot the Future ჩატარდა 2014 წლის გაზაფხულზე; მას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს გაერთიანეული ერების ორგანიზაცია და ხორციელდება Edgeryders მიერ. ეს ინიციატივა მიზნად ისახავს გამოავლინოს თუ რა მიდგომებია სომხეთში, ეგვიპტესა და საქართველოში სოციალურ აქტივიზმისა და ინოვაციის მიმართულებით.

Edgeryders-ის შესახებ: გაერთიანება შედგება 2000 წევრისგან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ისინი  ცდილობენ მოძებნონ სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური პრობლემების უჩვეულო გადაწყვეტა. ჩვენ ვურთიერთობთ ონლაინ პლატფორმის მეშვეობით, ხოლო პირადად ერთმანეთს ვხვდებით წელიწადში ერთხელ სპეციალურად გამართულ ღონისძიებებზე. 2013 წელს შეიქმნა ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც ჩვენს წევრებს დახმარებას უწევს ორგანიზაციული რესურსებითა და ინფრასტრუქტურის კუთხით.

გაიგეთ მეტი:
edgeryders.eu/content/spot-the-future-about | contact@edgeryders.eu | twitter.com/edgeryders | facebook.com/edgeryders 

საკონტაქტო ინფორმაცია

ხათუნა სანდროშვილი, UNDP საქართველო, khatuna.sandroshvili@undp.org