ევროპის დღე საქართველოში

8 მაისი 2014

imageახალგაზრდული კონკურსის "ჩემი წერილი ევროპას" გამარჯვებულები. მაისი 2014. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

8 მაისს საქართველოს პარლამენტში ევროპის დღე აღინიშნა.

ღონისძიებას დაესწრნენ პოლიტიკოსები, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, და ახალგაზრდობა.

ღონისძიება გახსნეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა, და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელმა ნილს სკოტმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დააჯილდოვა ახალგაზრდული კონკურსის „ჩემი წერილი ევროპას“ თოთხმეტი გამარჯვებული.
ასევე წარადგინა საინფორმაციო ვიდეო რგოლები, რომლებიც შეიცავს განმარტებებს საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მთავარი სფეროების შესახებ. ქართულ, აფხაზურ, ოსურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე შექმნილი ვიდეო რგოლები განთავსდება პარლამენტის ვებ-გვერდსა და ფეისბუქზე და ასევე გადაიცემა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და რეგიონული ტელევიზიების ეთერით.

ევროპის დღის აღნიშვნის ორგანიზატორია საქართველოს პარლამენტი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით.

საკონტაქტო ინფორმაცია

ნიკო ნერგაძე, საქართველოს პარლამენტი, 593 116619

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, Sophie.Tchitchinadze@undp.org, 599 196907 (მობილური)

თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, , Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu, +995 32 2943763

პრეს სამსახური
სოფო ჭიჭინაძე პრეს სამსახურის ხელმძღვანელი
sophie.tchitchinadze@undp.org 995 32 2251126 ext.158