დიპლომატიური ჰაკათონი/ინოვაციური იდეების კონკურსი

7 მაისი 2014

ჰოლანდიის საელჩო საქართველოში და გაეროს განვითარების პროგრამა აცხადებს კონკურსს ინოვაციური იდეების გამოსავლენად, რომლებიც ხელს უწობს თანამშრომლობას მოქალაქეებსა და გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს შორის სოციალურ პრობლემებთან დაკავშირებით.

ჩვენ ვითხოვთ საპროექტო იდეებს, რომლებიც მოიცავს იმ პრობლემების ინოვაციური გადაჭრის გზებს, რომლებსაც საზოგადოება აწყდება ყოველდღიურ ცხოვრებაში. ისინი შეიძლება ეხებოდეს პრობლემათა ფართო სპექტრს: დანაშაული, სამთავრობო მომსახურება, საგზაო მოძრაობა, ნარჩენების მართვა, გარემოს დაცვა და სხვა.

წარმატებული მოდელები მიიღებენ დაფინანსებას. მოხდება საუკეთესო იდეების გამოვლენა და დაჯილდოება. საუკეთესო იდეები დაფინანსდება 3000 აშშ დოლარამდე ოდენობის გრანტით.

დანტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი იდეები შემდეგ მისამართზე:  info@elva.org. საპროექტო წინადადებების შეტანის ბოლო ვადაა 25 მაისი, 24:00.

მოთხოვნები:

საპროექტო წინადადებები უნდა მომზადდეს თემაზე „მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში“.

საპროექტო წინადადება უნდა მოიცავდეს იდეის დეტალურ აღწერას. ასევე:

  • საზოგადოებაში არსებული პრობლემატური საკითხისა და მის გადასაწყვეტად გამოყენებული მეთოდის აღწერას;
  • მეთოდებს, რომელებიც გამოყენებული იქნა/იქნება გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ურთიერთობისას;
  • მოსალოდნელ შედეგებს;
  • პროექტის მდგრადოების უზრუნველსაყოფად არსებულ გეგმებს;
  • პარტნიორებისა და გარე დაფინანსების აღწერას, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

თითოეულ აპლიკანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო წინადადების შემოტანა.

საკონტაქტო ინფორმაცია

Info@elva.org

პრეს სამსახური
სოფო ჭიჭინაძე პრეს სამსახურის ხელმძღვანელი
sophie.tchitchinadze@undp.org 995 32 2251126 ext.158