საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების განვითარება

24 აპრილი 2014

image

თბილისი. 25 აპრილი 2014. 2014 წლის 24 აპრილს გაიმართა სამუშაო შეხვედრა საქართველოში მაღალმთიანი რეგიონების განვითარების საკითხებზე.

შეხვედრის ინიციატორი იყო საქართველოს მთავრობა გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოსთან (ADA) თანამშრომლობით.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების გამგებლები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები.

მონაწილეებმა განიხილეს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სტრატეგია და მისი განხორციელების მექანიზმები. ისინი შეთანხმდნენ, რომ სახელმწიფო კომისიის შექმნა ხელს შეუწყობს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სტრატეგიისა და შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტების შემუშავებას. ხოლო საერთაშორისო პარტნიორებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ საქართველოს მთავრობის ამ ძალისხმევას.

გაეროს განვითარების პროგრამის 2013 წლის კვლევა აჩვენებს, რომ მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ოჯახების 73 პროცენტი მოწყვლადია, ხოლო სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული განვითარების ტენდენციები ნეგატიურია.

ინიციატივა, რომელიც საქართველოს მთავრობის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) თანამშრომლობით ხორციელდება, პირდაპირ პასუხობს მაღალთიანი რეგიონების  მოსახლეობის საჭიროებებს და ხელს უწყობს ამ რეგიონების განვითარებას.

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე,UNDP საქართველო, Sophie.Tchitchinadze@undp.org, 599 196907 (მობილური)