საქართველოს პარლამენტის ახალი ინიციატივა

10 აპრილი 2014

imageახალი ინიცატივის წარდგენა საქართველოს პარლამენტში. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა განაგრძობენ საპარლამენტო დემოკრატიის ხელშეწყობას საქართველოში. ახალი ინიციატივის ოფიციალური წარდგენა გაიმართა 2014 წლის 10 აპრილს.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ დავით უსუფაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე; ფილიპ დიმიტროვი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი; და ნილს სკოტი, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში.

2.5 წლის ხანგრძლივობის პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს პარლამენტის თანამშრომლობას ევროპელ პარტნიორებთან, მაღალი რანგის საერთაშორისო მრჩეველების მოწვევას და საჯარო დისკუსიის ჩატარებას ევროპული ინტეგრაციის შესახებ.

პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია პარლამენტის მხარდაჭერა ბიუჯეტის კონტროლისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში.
გარდა ამისა, ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა დაეხმარებიან საქართველოს საკაკნონმდებლო ორგანოს მიმდინარე ინსტიტუციური რეფორმის განხორციელებასა და რეგლამენტის გადახედვაში საკონსტიტუციო ცვლილებების გათვალისწინებით.

პროექტს, რომლის სრული ბიუჯეტი 1,665,000 ევროა, აფინანსებენ ევროკავშირი და საქართველოს პარლამენტი, ხოლო განახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა.

პროექტი ეყრდნობა გაეროს განვითარების პროგრამის ათწლიან გამოცდილებას საქართველოს პარლამენტის ხელშეწყობის საქმეში.

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე,UNDP საქართველო, Sophie.Tchitchinadze@undp.org, 599 196907 (მობილური)

თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu, +995 32 2943763+995 32 2943763