საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში დაინერგება სასწავლო კურსი უსახლკარობისა და სოციალური საცხოვრისის შესახებ

4 აპრილი 2014

imageმარცხნიდან მარჯვნივ: გიგა ზედანია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი რექტორი, ინიტა პაულოვიჩა - გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე, მარტინა რამინგი - ჰუმანიტარული დახმარების განყოფილების უფროსი, SDC, ნუგზარ ჩიტაია, უმაღლესი განათლების განვითარების განყოფილების უფროსი, განათლების და მეცნიერების სამინისტრო

შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ (SDC) და გაეროს განვითარების პროგრამამ დაეხმარება გაუწიეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, შეექმნათ და დაენერგათ სასწავლო კურსი სოციალური მუშაკებისთვის.

სასწავლო კურსის „უსახლკარობა, სოციალური საცხოვრისი და სოციალური სამსახური“ ოფიციალური გადაცემა შედგა პარასკევს, 4 აპრილს, 15:00 საათზე, გაეროს სახლში.

ღონისძიებას დაესწრნენ მარტინა რამინგი - ჰუმანიტარული დახმარების განყოფილების უფროსი, SDC; ინიტა პაულოვიჩა - გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე; ნინო ჭავჭავაძე, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე, ნუგზარ ჩიტაია, უმაღლესი განათლების განვითარების განყოფილების უფროსი, განათლების და მეცნიერების სამინისტრო, გია მამრიკიშვილი, თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტის უფროსი, იაგო კაჭკაჭიშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულების ხელმძღვანელი; გიგა ზედანია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი რექტორი; საქართველოს მთავრობის, თბილისის მერიის წარმომადგენლები.

სასწავლო კურსი განკუთვნილია სოციალური მეცნიერების მაგისტრებისთვის. იგი შეიცავს უსახლკარობის, როგორც სოციალური ფენომენის აღწერას და იკვლევს ამ მწვავე პრობლემასთან გამკლავების გზებს. კურსში ასევე შესულია  სოციალური საცხოვრისის ისტორიული პერსპექტივა, საერთაშორისო პრაქტიკა, სხვადასხვა მოდელის შედარებითი აღწერა და საქართველოს გამოცდილების მიმოხილვა.

კურსის პრაქტიკული ნაწილი ეყრდნობა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიმდინარე პროგრამის გამოცდილებას, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური საცხოვრისის დანერგვას საქართველოში და მოწყვლადი მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი საცხოვრისის უზრუნველყოფას.

საკონტაქტო ინფორმაცია

ნინო ცინცაძე, UNDP საქართველო: nino.tsintsadze@undp.org, 599 555759 (მობილური)
სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო: sophie.tchitchinadze@undp.org, 599 196907 (მობილური)

პრეს სამსახური
სოფო ჭიჭინაძე პრეს სამსახურის ხელმძღვანელი
sophie.tchitchinadze@undp.org +995 32 2251126 ext.158
უახლესი პრეს რელიზები
ყველა პრეს რელიზი