დედამიწის საათი 2014 საქართველოში

29 მარტი 2014

imageდედამიწის საათი თბილისში, გაეროს სახლის წინ. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

2014 წლის 29 მარტს საქართველო მეექვსედ შეუერთდა დედამიწის საათის აღნიშვნას. ტრადიციული ღონისძიება გაიმართა მრგვალ ბაღში, გაეროს სახლის წინ, სადაც შეიკრიბნენ საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წამომადგენლები,  გარემოსდამცველები, ახალგაზრდობა, მუსიკოსები, ჟურნალისტები და ყველა დაინტერესებული მოქალაქე.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).

მრგვალი ბაღის სტუმრებს მიმართეს ხათუნა გოგალაძემ - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, და ნილს სკოტმა - გაეროს ხელმძღვანელმა საქართველოში

დედამიწის საათი მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით უარს  ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე და ამით მხარს უჭერს ჩვენი პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავალს.

თბილისში დედამიწის საათს შეუერთდა თითქმის ყველა ცენტრალური ქუჩა და ღირშესანიშნავი ნაგებობა. მათ შორის:  ნარიყალას ციხე–სიმაგრე, მშვიდობის ხიდი, წმ. გიორგის ძეგლი თავისუფლების მოედანზე, შოთა რუსთაველის სახ. აკადემიური თეატრი, გარე განათება რუსთაველისა და აღმაშენებლის გამზირებზე, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე, მუნიციპალური და სამთავრობო შენობები, პრეზიდენტის სასახლე, გაეროს სახლი.

დედამიწის საათი ასევე აღინიშნებოდა ბათუმში, ქუთაისში და საქართველოს სხვა ქალაქებსა და რეგიონებში. 

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, sophie.tchitchinadze@undp.org, 599 196907

მაია სიხარულიძე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, pr@moe.gov.ge; +995 32 2727224; 577 343355

ნატალია ფარცხალაძე, CENN, natalia.partskhaladze@cenn.org, 595 117477