მედია და თვითმმართველობის არჩევნები

21 მარტი 2014

imageმარცხნიდან მარჯვნივ: ქეთი ჩუბინიშვილი, CRRC საქართველო, ფილიპ დიმიტროვი ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში, და ნილს სკოტი გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში

იწყება მედია მონიტორინგის ახალი ციკლი, რომელიც გულისხმობს 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნების წინა და შემდგომ პერიოდში მედიის მუშაობაზე დაკვირვებას.არჩევნების დაბალანსებული, მიუკერძოებელი და პროფესიული გაშუქების თვალსაზრისით შეფასდება 40-მდე  ტელეკომპანია, რადიო, ბეჭდური და ონლაინ მედია საშუალება.

მონიტორინგს განახორციელებს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები: CRRC საქართველო, ინტერნიუს - საქართველო და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით.

21 მარტს მრგვალ მაგიდაზე მოწვეულმა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, მედიამ და ექსპერტებმა განიხილეს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგის შედეგები. ასევე, ისაუბრეს  მედიაში არსებულ გამოწვევებზე ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდში.

მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ფილიპ დიმიტროვმა - ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში, და ნილს სკოტმა - გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.
ქართული მედიის პრობლემებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს მედია ექსპერტებმა ნათია კუპრაშვილმა და თამარ ხორბალაძემ.

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, 599 196907 (cell), Sophie.Tchitchinadze@undp.org

თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში: +995 32 294 3763+995 32 294 3763, Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu

 

პრეს სამსახური
სოფო ჭიჭინაძე პრეს სამსახურის ხელმძღვანელი
sophie.tchitchinadze@undp.org 995 32 2251126 ext.158