გენდერული თანასწორობის ჯილდო 2014

Fri Mar 07 00:00:00 EST 2014

უმაღლესი ჯილდო გენდერული თანასწორობისათვის გადაეცა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ალიანს ჯგუფს". 2014. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

7 მარტი 2014, თბილისი. ოცდაათზე მეტმა ბიზნეს კომპანიამ, სამთავრობო სტრუქტურამ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ და ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა კონკურსში გენდერული თანასწორობის ჯილდოსათვის. გამარჯვებულთა დაჯილდოვება გაიმართა საზეიმო ცერემონიაზე.

კონკურსის ორგანიზატორია გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით.

საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ ქართული და საერთაშორისო ბიზნესის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

ცერემონია გახსნეს დიანა იანსემ – შვედეთის სამეფოს ელჩმა საქართველოში, ინიტა პაულოვიჩამ – გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ, და ირაკლი სესიაშვილმა – საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ.

ჯილდო გენდერული თანასწორობისათვის გამარჯვებულებს გადასცეს მანანა კობახიძემ – საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, გაეროს, შვედეთის მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებმა.  

კონკურსი გაიმართა ყოველწლიური გენდერული კვირეულის ფარგლებში, რომლის ინიციატორია გაეროს ერთობლივი პროგრამა „გენდერული თანასწორობისათვის საქართველოში“ შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ხელშეწყობით.

წლევანდელი გენდერული კვირეულის სლოგანია: გენდერული თანასწორობა პროგრესია ყველასთვის.

გამარჯვებულები:

უმაღლესი ჯილდო გენდერული თანასწორობისათვის:

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ალიანს ჯგუფი“

ჯილდო გენდერული ბალანსისთვის აღმასრულებელ დონეზე:

პროკრედიტ ბანკი საქართველო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ჯილდო საუკეთესო და ინოვაციური გენდერული პოლიტიკისთვის ორგანიზაციის შიგნით:

საერთაშორისო კორპორაცია „აი სი არ“

ჯილდო - საუკეთესო მეწარმე ქალი

ირმა დაუშვილი, შპს „დიო“

განსაკუთრებული აღიარება

ტექნიკურ პოზიციებზე ქალების წახალისებისთვის: BP საქართველო

მამების დეკრეტული შვებულების  წახალისებისთვის: ბანკი„კონსტანტა“

სოციალური და საზოგადოებრივი აქტივიზმითვის: ია მამალაძე, გურია ნიუსი

განსაკუთრებული აღიარება მიღწევებისთვის გენდერული თანასწორობის საქმეში:

მანანა კობახიძე, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე

რუსუდან კერვალიშვილი, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მაკა გვრიტიშვილი, UNDP საქართველო:  551 988999 (მობილური), maka.gvritishvili@undp.org

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო: 599 196907 (მობილური), sophie.tchitchinadze@undp.org

UNDP მსოფლიო

თქვენ იმყოფებით UNDP საქართველო 
გადასვლა UNDP მსოფლიოში

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სვაზილენდი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია

ჩადი ჩილე ჩინეთი

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი