შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა უფლებები

5 მარტი 2014

imageპარაოლიმპიელი ირმა ხეცურიანი ფარიკაობაში ვარჯიშის დროს. ფოტო: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

თბილისი. 5 მარტი, 2014. სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა კვლევის პრეზენტაცია, რომელიც დევნილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალი მშობლების უფლებებს შეეხება.  კვლევა ჩატარდა სახალხო დამცველის ოფისისა და გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ მხარდაჭერით.

კვლევაში ასახულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადეკვატური პირობების საკითხი, დევნილთა მიმართ განხორციელებული სახელმწიფო სტრატეგიები, გრძელვადიანი განსახლების პირობებში მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ჯანდაცვა, განათლებისა და დასაქმების ხელმისაწვდომობა, მშობლის უფლების რეალიზების პრობლემები.

ღონისძიება გახსნეს სახალხო დამცველმა - უჩა ნანუაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ - ინიტა პაულოვიჩამ. პრეზენტაციას დაესწრნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს,ასევე, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების  წარმომადგენლები. პრეზენტაციის ბოლოს გაიმართა დისკუსია.

საკონტაქტო ინფორმაცია

მაკა გვრიტიშვილი, UNDP საქართველო 551 988999 (მობილური), maka.gvritishvili@undp.org

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო 599 196907 (მობილური), sophie.tchitchinadze@undp.org