გენდერული თანასწორობის კვირეული 2014

3 მარტი 2014

საქართველოში იმართება გენდერული თანასწორობის კვირეული 2014, რომელიც ეძღვნება ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს.

კვირეულის სლოგანია: გენდერული თანასწორობა პროგრესია ყველასთვის. მისი მიზანია საქართველოს საზოგადოების - მთავრობის, ბიზნესის, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, სტუდენტებისა და მოქალაქეების გაერთიანება ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორობის პრინციპების დასაცავად. კვირეულის ღონისძიებები გაიმართება 4-14 მარტს თბილისსა და რეგიონებში.  

ქალთა საერთაშორისო დღისადმი განკუთვნილ მიმართვაში, გაეროს ხელმძღვანელმა საქართველოში, ნილს სკოტმა თქვა: “გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ გენდერული თანასწორობა განვითარების  საფუძველია. ძალისხმევა თანასწორობის მისაღწევად  ეკუთვნის ყველას, ვინც ზრუნავს ადამიანის უფლებებზე. დღეს ჩვენ ავღნიშნავთ  საქართველოს მიღწევებს გენდერული თანასწორობის დაცვის საქმეში, რომლებიც საკანონმდებლო ცვლილებებს უკავშირდება. ამავდროულად ყურადღებას ვაქცევთ პოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური ცხოვრების იმ საკითხებსაც, რომელნიც დამატებით ყურადღებას საჭიროებენ“. 

გენდერული კვირეულის ორგანიზატორები არიან გაეროს  წარმომადგენლობა საქართველოში და გაეროს სააგენტოები - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA)და გაეროს ქალთა ფონდი (UN Women). კვირეული გაიმართება გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და  თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ხელშეწყობით.

გენდერული თანასწორობის კვირეულის კალენდარი:

4 მარტი, 17:00.  აქცია – გენდერული სტერეოტიპების დაშლა (paintbombing) - რიყე პარკი, თბილისი- UNDP

5 მარტი, 11:00. ანგარიშის წარდგენა – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა უფლებებთან დაკავშირებული კანონმდებლობის ანალიზი, (ქორთიარდ მერიოტი, თბილისი) – UNDP

6 მარტი, 12:00. საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან (საქართველოს პარლამენტი, ქუთაისი) - UNDP /  საქართველოს პარლამენტი.

7 მარტი, 11:00. ახალგაზრდული კონფერენცია „ქალი და კონფლიქტი“. (სასტუმრო ამბასადორი, თბილისი) - გაეროს წარმომადგენლობა

7 მარტი, 14:00. კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში, 2013 წლის კვლევის ძირითადი შედეგების პრეზენტაცია. (თბილისი მერიოტი, თბილისი) - UNFPA

7 მარტი, 17:00. ფოტო გამოფენა – ქალთა აქტივიზმი საქართველოს ეროვნულ მოძრაობაში, 1980-იანი წლები. (საჯარო ბიბლიოთეკა, თბილისი) - UN Women

7 მარტი, 19:00. გენდერული თანასწორობის ჯილდო – დასკვნითი ცერემონია. (ქორთიარდ მერიოტი, თბილისი).- UNDP

8 მარტი,14:00. გამოფენა – ჟურნალისტური ნაშრომები ოჯახური ძალადობის თემაზე. (მარჯანიშვილის თეატრი, თბილისი) – UN Women

14 მარტი, 14:00. საჯარო ლექცია – მე-19 საუკუნის გამოჩენილი ქართველი ქალები (ზუგდიდი) - UN Women

საკონტაქტო ინფორმაცია

ქეთევან გიოშვილი, გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში, ketevan.ghioshvili@unic.org, 599 532268

პრეს სამსახური
სოფო ჭიჭინაძე პრეს სამსახურის ხელმძღვანელი
sophie.tchitchinadze@undp.org +995 32 2251126 ext.158