გენდერული თანასწორობის კვირეული 2014

Mon Mar 03 00:00:00 EST 2014

საქართველოში იმართება გენდერული თანასწორობის კვირეული 2014, რომელიც ეძღვნება ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს.

კვირეულის სლოგანია: გენდერული თანასწორობა პროგრესია ყველასთვის. მისი მიზანია საქართველოს საზოგადოების - მთავრობის, ბიზნესის, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, სტუდენტებისა და მოქალაქეების გაერთიანება ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორობის პრინციპების დასაცავად. კვირეულის ღონისძიებები გაიმართება 4-14 მარტს თბილისსა და რეგიონებში.  

ქალთა საერთაშორისო დღისადმი გაკეთებულ მიმართვაში, გაეროს ხელმძღვანელმა საქართველოში, ნილს სკოტმა თქვა: “გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ გენდერული თანასწორობა განვითარების  საფუძველია. ძალისხმევა თანასწორობის მისაღწევად  ეკუთვნის ყველას, ვინც ზრუნავს ადამიანის უფლებებზე. დღეს ჩვენ ავღნიშნავთ  საქართველოს მიღწევებს გენდერული თანასწორობის დაცვის საქმეში, რომლებიც საკანონმდებლო ცვლილებებს უკავშირდება. ამავდროულად ყურადღებას ვაქცევთ პოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური ცხოვრების იმ საკითხებსაც, რომელნიც დამატებით ძალისხმევას საჭიროებენ“. 

გენდერული კვირეულის ორგანიზატორები არიან გაეროს  წარმომადგენლობა საქართველოში და გაეროს სააგენტოები - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) და გაეროს ქალთა ფონდი (UN Women). კვირეული იმართება გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და  თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ხელშეწყობით.

გენდერული თანასწორობის კვირეულის კალენდარი:

4 მარტი, 17:00.  აქცია – გენდერული სტერეოტიპების დაშლა (paintbombing) - რიყე პარკი, თბილისი- UNDP

5 მარტი, 11:00. ანგარიშის წარდგენა – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა უფლებებთან დაკავშირებული კანონმდებლობის ანალიზი, (ქორთიარდ მერიოტი, თბილისი) – UNDP

6 მარტი, 12:00. საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან (საქართველოს პარლამენტი, ქუთაისი) - UNDP /  საქართველოს პარლამენტი.

7 მარტი, 11:00. ახალგაზრდული კონფერენცია „ქალი და კონფლიქტი“. (სასტუმრო ამბასადორი, თბილისი) - გაეროს წარმომადგენლობა

7 მარტი, 14:00. კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში, 2013 წლის კვლევის ძირითადი შედეგების პრეზენტაცია. (თბილისი მერიოტი, თბილისი) - UNFPA

7 მარტი, 17:00. ფოტო გამოფენა – ქალთა აქტივიზმი საქართველოს ეროვნულ მოძრაობაში, 1980-იანი წლები. (საჯარო ბიბლიოთეკა, თბილისი) - UN Women

7 მარტი, 19:00. გენდერული თანასწორობის ჯილდო – დასკვნითი ცერემონია. (ქორთიარდ მერიოტი, თბილისი).- UNDP

8 მარტი,14:00. გამოფენა – ჟურნალისტური ნაშრომები ოჯახური ძალადობის თემაზე. (მარჯანიშვილის თეატრი, თბილისი) – UN Women

14 მარტი, 14:00. საჯარო ლექცია – მე-19 საუკუნის გამოჩენილი ქართველი ქალები (ზუგდიდი) - UN Women

 

საკონტაქტო ინფორმაცია

ქეთევან გიოშვილი, გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში, ketevan.ghioshvili@unic.org, 599 532268

UNDP მსოფლიო

თქვენ იმყოფებით UNDP საქართველო 
გადასვლა UNDP მსოფლიოში

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სვაზილენდი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია

ჩადი ჩილე ჩინეთი

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი