მშვიდობის გზების ძიებაში

21 თებერვალი 2014

imageსოფელ ნიქოზის მაცხოვრებლები. 2012. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

თბილისი. 21 თებერვალი 2014 – ქართულმა და ოსურმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარადგინეს კვლევა „ქართულ-ოსური საზოგადოება მშვიდობის გზების ძიებაში“.

კვლევა ეყრდნობა სამასამდე ადამიანის გამოკითხვას და ასახავს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობის დამოკიდებულებას კონფლიქტის, სამშვიდობო პროცესის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიმართ.

კვლევის შედეგად გამოვლინდა რამდენიმე საკვანძო საკითხი და რეკომენდაცია, მათ შორის -  ადამიანთა უსაფრთხოება, ინფორმაციის დროული გავრცელება,  სოციალური და ეკონომიკური მდგომარების გაუმჯობესება კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში, იძულებით გადაადგილებული პირებისა და ქალების უფრო მეტი ჩართულობა სამშვიდობო პროცესში.

კვლევა განახორციელეს ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ინვალიდ-მეომართა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირი“ და სამხრეთ ოსურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ქალთა კავშირმა „სამხრეთ ოსეთში დემოკრატიისა და  ადამიანის უფლებებისათვის“.

კვლევის წარდგენა გაიმართა კონფერენციაზე, რომელიც ერთდროულად მიმდინარეობდა თბილისსა და ცხინვალში ვიდეო კონფერენციის მეშვეობით. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კვლევის განხორციელდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციტივის „ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმი (COBERM)“ ხელშეწყობით.

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო: , 599 196907 (mobile), Sophie.Tchitchinadze@undp.org

თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში: , +995 32 294 3763+995 32 294 3763 +995 32 294 Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu

პრეს სამსახური
სოფო ჭიჭინაძე პრეს სამსახურის ხელმძღვანელი
sophie.tchitchinadze@undp.org +995 32 2251126 ext.158