საარჩევნო რეფორმის ახალი ეტაპი

13 თებერვალი 2014

imageმარცხნიდან მარჯვნივ: მანანა კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ელჩი ფილიპ დიმიტროვი, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ნილს სკოტი, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში, დონალდ ბისონი, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ყოფილი ხელმძღვანელის მოადგილე. ფოტო: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

თბილისი. 13 თებერვალს გამართულ კონფერენციაზე საქართველოს მთავრობის, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმსჯელეს  საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე და ჩატარებული არჩევნების შედეგად მიღებულ გამოცდილებაზე.  

კონფერენციის ორგანიზატორებია გაეროს განვითარების პროგრამა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR) ევროკავშირის ხელშეწყობით.

კონფერენციის თემებს შორის იყო 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ეუთოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და მათი განხორციელების გზები, საარჩევნო რეფორმის მიმდინარეობა და მისი საკანონმდებლო ასპექტები.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის, იუსტიციის სამინისტროს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მონაწილეებს მიესალმნენ გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში - ნილს სკოტი, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი - ელჩი ფილიპ დიმიტროვი, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ყოფილი ხელმძღვანელის მოადგილე - დონალდ ბისონი, და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მანანა კობახიძე. 

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +599 196907, Sophie.Tchitchinadze@undp.org

თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, +995 32 2943763, Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu

თომას რაიმერი, OSCE/ODIHR, Thomas.Rymer@odihr.pl, +48 609 522 266

პრეს სამსახური
სოფო ჭიჭინაძე პრეს სამსახურის ხელმძღვანელი
sophie.tchitchinadze@undp.org +995 32 2251126 ext.158