პოლიტიკური რეკლამა საქართველოში

31 იანვარი 2014

imageმარცხნიდან მარჯვნივ: ზვიად ძიძიგური, პარლამენტის წევრი, ჰელგა პენდერი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, გიგი ბრეგაძე, UNDP საქართველო, ლაშა ტუღუში, მედია ექსპერტი, ნათია კუპრაშვილი, მედია ექსპერტი

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, მედია ექსპერტთა ჯგუფმა წარმოადგინა კვლევა, რომელიც შეისწავლის პოლიტიკური რეკლამის გავლენას საქართველოს მედიასა და საარჩევნო პროცესზე.

კვლევის მიხედვით, უფასო პოლიტიკური რეკლამა აზარალებს მცირეშემოსავლიან  სატელევიზიო არხებს და ვერ უზრუნველყოფს თანაბარ პირობებს პოლიტიკური სუბიექტებისთვის. კვლევა ასევე შეიცავს რეკომენდაციებს საკანონმდებლო ცვლილებების გატარების თაობაზე.

კვლევა ეფუძნება 2013 წლის საპრეზიდენტო არჩვენების შედეგად მიღებულ რაოდენობრივ და თვისობრივ ანალიზს, სამართლებრივი დოკუმენტების შესწავლას, პოლიტიკური პიარის სპეციალისტებისა და მაუწყებლების მენეჯერთა გამოკითხვას.

მედია ექსპერტების საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან: ლაშა ტუღუში, ნათია კუპრაშვილი, ზვიად ქორიძე და ნინო რუხაძე.   კვლევა მომზადებულია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით.

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო: 599 196907 (მობილური), Sophie.Tchitchinadze@undp.org 

თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში: +995 32 294 3763, Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu