ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ბევრი საკითხი კვლავაც მოუგვარებელია - ამბობს სამოქალაქო საზოგადოების ანგარიში

23 დეკემბერი 2013

imageმარჯვნიდან მარცხნივ: ნათია ნაცვლიშვილი UNDP საქართველო, სოფო ქემხაძე UNDP საქართველო, უჩა ნანუაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველი

დღეს წამყვანმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარადგინეს ანგარიში, რომელშიც შეფასებულია, თუ რამდენად ასრულებს საქართველო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 2011 წლის იანვარში მიღებულ რეკომენდაციებს.

ალტერნატიული ანგარიში შეავსებს საქართველოს ხელისუფლების მიერ მომზადებულ ოფიციალურ შეფასებას. დოკუმენტი ასევე მოიცავს რეკომენდაციებს არსებული ვითარების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.

არასამთავრობოთა ანგარიში მომზადდა გაეროს განვითარების პროგრამის და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის (OHCHR) ხელშეწყობით.

დისკუსია გახსნა გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა - სოფო ქემხაძემ, და საქართველოს სახალხო დამცველმა - უჩა ნანუაშვილმა.

სამოქალაქო საზოგადეობის ანგარიში მოიცავს ადამიანის უფლებათა რვა ძირითადი სფეროს შეფასებას:

1)       კონსტიტუციური და საკანონმდებლო ბაზა (მომზადებულია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, საერთაშორისო გამჭვირვალობა -- საქართველოს და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის მიერ);

2)       სიცოცხლის, თავისუფლების, უსაფრთხოების და ადამიანური მოპყრობის უფლება (მომზადებულია კონსტიტუციის 42-ე მუხლის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და იდენტობის მიერ);

3)       მართლმსაჯულების განხორციელება და სამართლის უზენაესობა (მომზადებულია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, კონსტიტუციის 42-ე მუხლის და საერთაშორისო გამჭვირვალობა --საქართველოს მიერ);

4)       გამოხატვის თავისუფლება (მომზადებულია საერთაშორისო გამჭვირვალობა -- საქართველოს, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის და ეთნოსთაშორისო თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრის მიერ ევროპის უმცირესობათა უფლებათა ჯგუფთან ერთად);

5)       გაერთიანების და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება (მომზადებულია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ);

6)       რელიგიის თავისუფლება (მომზადებულია საქრთველოს დემოკრატიული ინიციატივის, ეთნოსთაშორისო თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრის მიერ ევროპის უმცირესობათა უფლებათა ჯგუფთან ერთად, და მრავალეროვანი საქართველოს მიერ);

7)       თანასწორობა და დისკრიმინაციის აკრძალვა (მომზადებულია ეთნოსთაშორისო თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრის, იდენტობის, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის და საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს მიერ);

8)       გენდერული თანასწორობა, ოჯახში ძალადობისადა გენდერული ძალადობისგან დაცვა (მომზადებულია იდენტობის მიერ)

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე UNDP საქართველო 599 196907 sophie.tchitchinadze@undp.org

 

პრეს სამსახური
სოფო ჭიჭინაძე პრეს სამსახურის ხელმძღვანელი
sophie.tchitchinadze@undp.org +995 32 2251126 ext.158