შვეიცარიის გამოცდილება პროფესიული განათლების განვითარებისთვის

20 დეკემბერი 2013

imageშეხვედრა სოფლის მეურნეობისა და სოფლის რეგიონების განვითარების შვეიცარულ ასოციაციაში.

თბილისი. 16 დეკემბერი 2013 – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ფერმერთა ასოციაციების, აგრარული უნივერსიტეტისა და პროფესიული კოლეჯის წარმომადგენლები ნოემბრის ბოლოს შვეიცარიას ესტუმრნენ.

სასწავლო ტურის მიზანი იყო პროფესიული განათლებისა და გადამზადებისა და ფერმერთა საკონსულტაციო მომსახურების საუკეთესო სისტემების საფუძვლიანი გაცნობა.

საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები გამართა სოფლის მეურნეობისა და სოფლის რეგიონების განვითარების შვეიცარულ ასოციაციაში AGRIDEA, ფერმერთა ასოციაციებში, ბერნის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში, პროფესიული განათლებისა და გადამზადების ფედერალურ ინსტიტუტში, პროფესიულ სკოლებში.

ასევე გაიმართა შეხვედრა სოფლის მეურნეობისა და სოფლის საკონსულტაციო მომსახურების გლობალური ფორუმის (GFRAS) წარმომადგენელებთან. ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა მოინახულეს ტიპიური ფერმა და შვეიცარიის ყველაზე დიდი სურსათის გადამამუშავებელი საწარმო.

ქართველმა და შვეიცარელმა კოლეგებმა განიხილეს ფერმერთა ასოციაციებისა და კერძო სექტორის როლი სოფლის განვითარების საქმეში და შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე, მათ შორის პოლიტიკის შემუშავების სფეროში.

სასწავლო ტური განხორციელდა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC), ხოლო ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა. ვიზიტის ხელმშემწყობი იყო შვეიცარიის სოფლის რეგიონების განვითარების ასოციაცია AGRIDEA.

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაზე, UNDP საქართველო, sophie.tchitchinadze@undp.org, +995 599 196907