ერთად გარემოს დასაცავად

Thu Dec 19 00:00:00 EST 2013

ინიტა პაულოვიჩა ულოცავს საგრანტო კონკურსის ერთ-ერთ გამარჯვებულს. ფოტო: დარო სულაკაური/UNDP

თბილისი 19 დეკემბერი 2013. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, ხათუნა გოგალაძემ, და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ ინიტა პაულოვიჩამ მიულოცეს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამის პირველ გამარჯვებულებულებს.

მცირე გრანტების პროგრამის პირველ რაუნდში გაიმარჯვა ცამეტმა არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციამ. მათი ინიციატივები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განხორციელდება და ისეთ საკითხებს შეეხება, როგორიცაა: ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია, საერთაშორისო წყლები, მდგრადი ორგანული დამაბინძურებლები, კლიმატის ცვლილება, მიწის დეგრადირება, ნარჩენების მართვა.

გარემოსდაცვით მნიშვნელობასთან ერთად, პროექტები წვლილს შეიტანენ სიღარიბის დაძლევაში, ადგილობრივი მოსახლეობის  ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესებაში და გენდერული თანასწორობის საკითხებში.

გაცემული დაფინანსების სრული ღირებულება შეადგენს 348,934 აშშ დოლარს. თოთოეული ორგანიზაციის მიერ მიღებული გრანტი არ აღემატება 50 ათას აშშ დოლარს. ყველა პროექტმა შეძლო როგორც ფულადი, ასევე არამატერიალური თანადაფინანსების მოზიდვა, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენს 422,395 აშშ დოლარს.

მომდევნო საგრანტო რაუნდში გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2014 წელს. მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში სულ გაიცემა 750 ათასი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება.

მცირე გრანტების პროგრამას, ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებითა და საქართველოს გარემოს  დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით.

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, sophie.tchitchinadze@undp.org, 599 196907

ინგა ნიკაგოსიანი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, pr@moe.gov.ge, 577 293979

 

UNDP მსოფლიო

თქვენ იმყოფებით UNDP საქართველო 
გადასვლა UNDP მსოფლიოში

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სვაზილენდი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია

ჩადი ჩილე ჩინეთი

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი