საქართველოსა და შვეიცარიის თანამშრომლობა ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარების საკითხებში

11 დეკემბერი 2013

imageშეხვედრა შვეიცარიის მაღალმთიანი რეგიონების ასოციაციის წარმომადგენლებთან

თბილისი. 11 დეკემბერი 2013 – საქართველოს პარლამენტის წევრები და მთავრობის წარმომადგენლებია გაემგზავრნენ შვეიცარიაში გასულ კვირას ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული მმართველობის სხვადასხვა მოდელის გასაცნობად.

ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია შეხვდა შვეიცარიის ფედერალური მთავრობის წარმომადგენლებს, კანტონებისა და მუნიციპალიტეტების მთავრობებს და ადგილობრივი ხელისუფლებისასოციაციების წევრებს.

შეხვედრების მსვლელობაში გაიმართა მსჯელობა რეგიონული მმართველობის ეფექტური მოწყობის, რეფორმის შესაძლო სცენარებისა და რეგიონული განვითარების საკითხებზე. საქართველოს დელეგაცია განსაკუთრებით დაინტერესდა მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სტრატეგიით.

ქართველი და შვეიცარიელი პარლამენტარების შეხვედრაზე გადაწყდა პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაღრმავებას.

„შვეიცარიას აქვს უნიკალური გამოცდილება ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარების საკითხებში. საქართველომ ეს შეიძლება გამოიყენოს, როგორც მიმდინარე რეფორმის ერთ-ერთი მოდელი. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა გავიზიაროთ შვეიცარიის გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიცაა მაღალმთიანი რეგიონების განვითარება, ადგილობრივი ხელისუფლების ეფექტური საქმიანობა და მოსახლეობის რეალური ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მივესალმები საქართველოსა და შვეიცარიის პარლამენტების უფრო მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებაში“, - თქვა ვიზიტის დასასრულს საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის წევრმა ერეკლე ტრიპოლსკიმ. 

სასწავლო ვიზიტი ჩატარდა რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, რომელსაც განახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა  შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) დაფინანსებით. ვიზიტი განხორციელდა შვეიცარიის მაღალმთიანი რეგიონების ასოციაციის (SAB) ხელშეწყობით.

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო: 599 196907 (მობილური), sophie.tchitchinadze@undp.org

ნატალია ღვინდაძე, SDC სამხრეთ კავკასიაში, +995 32 2253682
nathalia.gvindadze@sdc.net