ახალგაზრდები გარემოს დასაცავად

9 დეკემბერი 2013

imageმარცხნიდან მარჯვნივ: ლალი მესხი, UNDP საქართველო, ნინო ანთაძე, UNDP საქართველო, შალვა ამირეჯიბი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, ინიტა პაულოვიჩა UNDP-ის ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში

თბილისი. 9 დეკემბერი 2013. ბორჯომის, წაღვერის, ახალდაბის, ზუგდიდისა და გორის ახალგაზრდა გარემოსდამცველებმა მონაწილეობა მიიღეს კონფერენციაში „ადამიანის გავლენა გარემოზე’’.

ბავშვების მიერ წარმოდგენილი კვლევები შეიქმნა სპეციალისტების  ხელმძღვანელობით  და ისეთ საკითხებს მოიცავს, როგორიცაა - ნარჩენების მართვა, გადაშენების პირასმყოფი სახეობები, წყლის უსაფრთხოება და ტყის დაცვა.

კონფერენციაზე ასევე წარადგინეს სკოლებში გარემოსდაცვითი სწავლების სახელმძღვანელო, რომელიც მასწავლებლებისთვისაა განკუთვნილი.   

კონფერენციის ემბლემა - „შეიყვარე დედამიწა“, ახალგაზრდული ეკო კლუბების მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგია.       

კონფერენციის ორგანიზატორია გაეროს განვითარების პროგრამა, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის  სამინისტროსთან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით და ფინეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით.   

 

Contact Information

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, sophie.tchitchinadze@undp.org, 599 196907

ინგა ნიკაგოსიანი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, pr@moe.gov.ge; 577 293979