ადამიანის უფლებები საქართველოში - მომავლის გეგმები

4 დეკემბერი 2013

imageმარცხნიდან მარჯვნივ: გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში ნილს სკოტი,საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამართლებრივ და კონსტიტუციურ საკითხებსა და ადამიანის უფლებებში თომას ჰამარბერგი

თბილისი. 4 დეკემბერი 2013. საქართველოს მთავრობის ინიციატივით გაიმართა ადამიანის უფლებათა საკითხებში საქართველოს სამომავლო სტრატეგიისა და ეროვნული სამოქმედო გეგმის განხილვა.

კონფერენცია ორგანიზებულია საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამისა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ხელშეწყობით.  

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს პრემიერ მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - დავით უსუფაშვილი, და გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში - ნილს სკოტი.

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამართლებრივ და კონსტიტუციურ საკითხებსა და ადამიანის უფლებებში - თომას ჰამარბერგმა გააკეთა მოხსენება საქართველოს გამოწვევებზე ადამიანის უფლებების სფეროში და ამ მიმართულებით შემუშავებულ რეკომენდაციებზე.

კონფერენციას დაესწრნენ საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საკონტაქტო ინფორმაცია

ნათია ლაზაშვილი, საქართველოს მთავრობის პრეს სამსახური, natialazashvili@gmail.com, 599 530703 (მობილური)

პრეს სამსახური
სოფო ჭიჭინაძე პრეს სამსახურის ხელმძღვანელი
sophie.tchitchinadze@undp.org +995 32 2251126 ext.158