გენდერული სტერეოტიპები კვლავაც ძლიერია საქართველოში

25 ნოემბერი 2013

imageგაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში - ნილს სკოტი კვლევის ანგარიშის წარდგენაზე. ფოტო: დავით ხიზანიშვილიUNDP

თბილისი.25 ნოემბერი, 2013 - გაეროს განვითარების პროგრამის დაკვეთით ჩატარებულმა კვლევამ შეისწავლა საზოგადოების შეხედულებები კაცისა და ქალის როლზე ოჯახში, ბიზნესსა და პოლიტიკაში. პროექტი განხორციელდა შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით. დღეს გაეროს განვითარების პროგრამამ წარუდგინა კვლევის ძირითადი მიგნებები საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო და სამეცნიერო სექტორის, ასევე მედიის წარმომადგენლებს.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევის შედეგების შედარებამ ადრე ჩატარებულ მსგავს კვლევებთან ცხადყო, რომ საზოგადოების დამოკიდებულება გენდერული თანასწორობის მიმართ არ შეცვლილა წლების განმავლობაში. ასევე აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები იზიარებენ მსგავს შეხედულებებს, დამოკიდებულებებსა და სტერეოტიპებს ქალთა მონაწილეობაზე პოლიტიკასა და ეკონომიკურ საქმიანობაში.

გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში, ნილს სკოტმა, დღეს თავის მისასალმებელ სიტყვაში განაცხადა: „გასულ წლებში საქართველომ წარმატებული ნაბიჯები გადადგა  კანონმდებლობისა და პოლიტიკის დონეზე გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის. მაგრამ საზოგადოებრივი დამოკიდებულებების ფუნდამენტურ ცვლილებებს დრო და ძალისხმევა სჭირდება. იმედი გვაქვს, რომამ კვლევის გამოქვეყნებას მოჰყვება კონსტრუქციული დისკუსია და ახალი ინიციატივები ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო განათლების საკითხებში.“

კომპანია „ეისითი“-ს მიერ ჩატარებული კვლევა ეყრდნობა1760 ადამიანის გამოკითხვას საქართველოს მასშტაბით და სამეგრელოსა და კახეთში ჩატარებული 16 ფოკუს ჯგუფის შედეგებს.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 88% ფიქრობს, რომ კაცი უნდა იყოს ოჯახის მარჩენალი. ქალების 62% და კაცების მხოლოდ 37% მიიჩნევს, რომ ქალი და კაცი თანაბრად უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებას ოჯახში. გამოკითხულთა უმრავლესობა (45%) თვლის, რომ თუ ოჯახში მხოლოდ ერთი შვილია, ჯობს, რომ ეს იყოს ვაჟი. ბიჭებს ასევე ენიჭებათ უპირატესობა განათლებისა და საკუთრების უფლების კუთხით. 57% მიიჩნევს, რომ კაცს უფრო დიდი შანსი აქვს იპოვოს სამსახური მაღალი რანგის მენეჯერის პოზიციაზე. საპრეზიდენტო კანდიდატის შემთხვევაში, კაცს ანიჭებს უპირატესობას გამოკითხულთა 68%.

კვლევა ჩატარდა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში“ ფარგლებში.

Contact Information

მაკა გვრიტიშვილი, UNDP საქართველო: 551 988999 (მობილური), maka.gvritishvili@undp.org

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო: 599 196907 (მობილური), sophie.tchitchinadze@undp.org

საზოგადოებრივი დამოკიდებულებები გენდერულ თანასწორობაზე
thumbnail

კაცისა და ქალის როლი ოჯახში, ბიზნესსა და პოლიტიკაში-რას ფიქრობს ქართული საზოგადოება

მეტი
პრეს სამსახური
სოფო ჭიჭინაძე პრეს სამსახურის ხელმძღვანელი
sophie.tchitchinadze@undp.org +995 32 2251126 ext.158