წინასაარჩევნო მედია მონიტორინგის შედეგები

8 ნოემბერი 2013

imageმარცხნიდან მარჯვნივ: ქეთი ჩუბინიშვილი, CRRC საქართველო; გიგი ბრეგაძე და სოფო ქემხაძე გაეროს განვითარების პროგრამა, სტივენ შტორკი, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში; ნანა ტაბატაძე, ISFED; ზაქარია თავბერიძე Internews საქართველო. ფოტო: დარო სულაკაური/UNDP

თბილისი. 8 ნოემბერი 2013 - დღეს გამართულ პრეს კონფერენციაზე შედგა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მედია გაშუქების განხილვა.

არჩევნების წინა პერიოდში საპრეზიდენტო კანდიდატების მიუკერძოებელი, დაბალანსებული და ანალიტიკური გაშუქების საკითხებზე ისაუბრა ოთხმა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - CRRC საქართველომ, ინტერნიუს-საქართველომ, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა (CDI). 

მედია მონიტორებსა და ჟურნალისტებს სიტყვით მიმართეს ევროკავშირის წარმომადგენელმა - სტივენ შტორკმა, და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა - სოფო ქემხაძემ. 

მედია მონიტორინგი ხორციელდება 2013 წლის მაისიდან ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით. მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი აკვირდება საპრეზიდენტო არჩევნების გაშუქებას ორმოცამდე მედია საშუალებაში, მათ შორის ტელევიზიებში, რადიოში, გაზეთებსა და ინტერნეტ გამოცემებში.  

მონიტორინგის შდეგები ხელმისაწვდომია ვებ გვერდზე: www.mediamonitor.ge  და ფეისბუქზე.

მედია მონიტორინგის საბოლოო ანგარიშები, ანალიტიკური დასკვნები და რეკომენდაციები გამოქვეყნდება 2013 წლის დეკემბერში. 

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP, 599 196907 (მობილური), Sophie.Tchitchinadze@undp.org

თამარ მიქაძე, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, +995 32 2943763, Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu