ჯანდაცვა, განათლება, დასაქმება, კარგი მმართველობა - მომავალი ათწლეულის პრიორიტეტები

24 ოქტომბერი 2013

imageმარცხნიდან მარჯვნივ: გაეროს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ინიტა პაულოვიჩა,გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი გაეროს მუდმივი კოორდინატორი ნილს სკოტიპარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა

24 ოქტომბერს, გაეროს დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმოდგენილ იქნა გაეროს გლობალური კვლევის - MY World/ჩემი სამყარო საქართველოში ჩატარებული გამოკითხვის პირველადი შედეგები.

წინასწარი მონაცემებით, გამოკითხულთა 80% შემდეგი ათწლეულის პრიორიტეტებად ასახელებს განათლების (78%), დასაქმებისა (71%), და ჯანდაცვის 66%) გაუმჯობესებას. ერთ-ერთი საკვანძო საკითხია ასევე კარგი მმართველობა, რომელსაც გამოკითხულთა 49% ანიჭებს უპირატესობას.

კვლევაში, რომელიც ზაფხულში დაიწყო, 3,000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მონაცემები შეგროვდა ფოკუს ჯგუფების, ვებ გვერდისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების მეშვეობით.

კვლევის პირველადი შედეგები შეაჯამეს გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში ნილს სკოტმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ.

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო: 599 196907 (მობილური),sophie.tchitchinadze@undp.org

მაკა გვრიტიშვილი, UNDP საქართველო: 551 988999 (მობილური),maka.gvritishvili@undp.org