ღია და უსაფრთხო საზღვარი საქართველოსა და სომხეთს შორის

15 ოქტომბერი 2013

imageმარცხნიდან მარჯვნივ: ლატვიის სახელმწიფო საზღვრის დაცვის ხელმძღვანელი ნორმუნდს გარბარსი, სოფო ქემხაძე, UNDP საქართველო, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნილს სკოტი, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი

თბილისი.  15 ოქტომბერს, გაიმართა მსჯელობა სამხრეთ კავკასიაში საზღვრების მართვის საკითხებზე.

გაეროს განვითარების პროგრამამ წარმოადგინა საქართველო-სომხეთის საზღვრის ნინოწმინდა-ბავრას გამშვებ პუნქტზე განხორციელებული 18-თვიანი პროექტის შედეგები და ასევე ახალ ინიციატივა, რომელიც ამავე საზღვრის ბაგრატაშენ-სადახლოს გამშვებ პუნქტზე განხორციელდება.

კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული უშიშროების საბჭოსა ს და სომხეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს, უშიშროების სამსახურის, პოლიციის და შემოსავლების კომიტეტის წარმომადგენლები. ასევე, ლატვიის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი პირები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული  პროექტის განხორციელებაში.  

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა ნილს სკოტმა.

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org

თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში: +995 322 943763, Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu

პრეს სამსახური
სოფო ჭიჭინაძე პრეს სამსახურის ხელმძღვანელი
sophie.tchitchinadze@undp.org +995 32 2251126 ext.158
უახლესი პრეს რელიზები
ყველა პრეს რელიზი