გაეროს ოფისს საქართველოში ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

7 ოქტომბერი 2013

imageნილს სკოტი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

ბატონი ნილს სკოტი 2013 წლის სექტემბერში დაინიშნა საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორისა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე:

„მოხარული ვარ, რომ ვერთვები საქართველოს დემოკრატიული განვითარების საქმიანობაში. ფართო მანდატი გვაქვს და ვმუშაობთ მრავალი მიმართულებით. გაეროს სააგენტოები გააგრძელებენ ჩვეულ საქმიანობას მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით, რათა ხელი შევუწყოთ მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური პირობების გააუმჯობესებას".

საქართველოში ჩამოსვლამდე ბატონი სკოტი ჟენევაში, გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა საკოორდინაციო  ოფისში, დახმარების მხარდაჭერის განყოფილების ხელმძღვანელი გახლდათ. სხვადასხვა დროს ნილს სკოტი კოტ დიუარის და ჰაიტის ოფისების ხელმძღვანელის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი იყო. ხელმძღვანელობდა კატასტროფებისა და დაზარალებულთა დახმარების პოლიტიკის განყოფილებას ჟენევაში (2010 წ. თებერვალი - ივნისი).

2006-2008 წლებში ნილს სკოტს ეკავა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის ადმინისტრაციული  კოორდინატორის თანამდებობა ჟენევაში. გაეროს სუდანის მისიის ფარგლებში, ის ხელმძღვანელობდა დარფურის რეგიონულ ოფისს და ჰუმანიტარული დახმარების საკოორდინაციო ოფისს ჩრდილოეთ დარფურში.

12 წლის განმავლობაში ნილს სკოტს სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობა ეკავა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციაში:  წამომადგენელი/დელეგაციის ხელმძღვანელი ჰაიტიში (2004) , რეგიონული დელეგაციის ხელმძღვანელი დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში (2000-2003), დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში (1997-2000), რეგიონული დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე შუა აზიაში(1995-1997), პროგრამის კოორდინატორი ვუკოვარში, აღმოსავლეთ სლავონიაში, ბარანიასა და დასავლეთ  სერმში (წითელი  ჯვრის კომიტეტში ) (1995), კოორდინატორი ყოფილ იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიაში და ლოჯისტიკის ოფიცერი ხორვატიაში  (1993-1994).

ნილს სკოტი, ასევე, მოღვაწეობდა კერძო და არასამთავრობო სექტორში.

საკონტაქტო ინფორმაცია

ქეთევან გიოშვილი, გაეროს საზოგადოებრივი ინფორმაციის ოფიცერი, 599 532268 (მობილური), ketevan.ghioshvili@undp.org

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, 599 196907 (მობილური),Sophie.Tchitchinadze@undp.org