შრომის კოდექსის გენდერული ანალიზი

30 სექტემბერი 2013

imageინიტა პაულოვიჩა - UNDP-ის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, მიმართავს შეხვედრის მონაწილეებს. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

თბილისი. 30 სექტემბერი 2013 - საქართველოს მთავრობა და სამოქალაქო საზოგადოება მსჯელობენ შრომის კოდექსის შესაბამისობაზე გენდერული თანასწორობის პრინციპებთან.

დღეს გამართულ შეხვედრაზე გენდერული თანასწორობის საკითზებზე  მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივმა ორგანიზაციებმა წარმოადგინეს რეკომენდაციების პაკეტი. ასევე, საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა და გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოს თავჯდომარემ - მანანა კობახიძემ საზოგადოებას გააცნო საქართველოს პარლამენტის ინიციატივა შრომის კოდექსში და საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე სანდრო ბარამიძე და შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე კახაბერ საკანდელიძე.

UNDP საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ინიტა პაულოვიჩამ და ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა, ელენე რუსეცკაიამ მისასალმებელი სიტვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას.

შეხვედრის ორგანიზატორიები იყვნენ გაეროს ერთობლივი პროგრამა „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ და ქალთა საინფორმაციო ცენტრი.

საკონტაქტო ინფორმაცია

მაკა გვრიტიშვილი, UNDP საქართველო: 551 988999(მობილური),maka.gvritishvili@undp.org

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო: 599 196907 (მობილური),sophie.tchitchinadze@undp.org

სალომე ბენიძე, ქალთა საინფორმაციო ცენტრი:  577211300 (მობილური),pr@ginsc.net

 

პრეს სამსახური
სოფო ჭიჭინაძე პრეს სამსახურის ხელმძღვანელი
sophie.tchitchinadze@undp.org +995 32 2251126 ext.158