საერთაშორისო ფორუმი - ენერგია მდგრადი განვითარებისთვის

17 სექტემბერი 2013

imageმარცხნიდან მარჯვნივ: გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანეს რეგიონის ეკონომიკური და სოციალური საკითხების კომისიის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ნიკოლაი პრომოშჩნიკოვი, გაეროს ევროპის ეკონომიკური საკითხების კომისიის აღმასრულებელი მდივნის მოადგილე, ანდრეი ვასილიევი, საქართველოს ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, დიმიტრი ქუმსიშვილი, UNDP საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ინიტა პაულოვიჩა. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

თბილისი. 16 სექტემბერი 2013. საქართველოში გაიხსნა  მეოთხე საერთაშორისო ფორუმი, სახელწოდებით ენერგია მდგრადი განვითარებისთვის. მასში მონაწილეობა მიიღო 200 დელეგატმა 25 ქვეყნიდან.

საერთაშორისო ფორუმის ორგანიზატორები არიან  საქართველოს მთავრობაგაეროს კომისია ევროპის ეკონომიკურ საკითხებში (UNECE)გაეროს კომისია აზიისა და წყნარი ოკეანეს რეგიონის ეკონომიკურ და სოციალური საკითხებში  (ESCAP) და UNDP.

ფორუმის მსვლელობაში გაიმართა მსჯელობა პოლიტიკურ და საკანონმდებლო საკითხებზე, რომელიც განაპირობებს ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას და სუფთა ენერგიის ხელმისაწვდომობას ისეთ სექტორებში, როგორიცაა მშენებლობა და ინფრასტრუქტურა. მონაწილეებმა განიხილეს ევროპისა და აზიის რეგიონების გამოცდილება.

ფორუმის გახსნაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დიმიტრი ქუმსიშვილმა, გაეროს ევროპის ეკონომიკური საკითხების კომისიის (UNECE) აღმასრულებელი მდივნის მოადგილემ, ანდრეი ვასილიევმა, გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანეს რეგიონის ეკონომიკური და სოციალური საკითხების კომისიის (ESCAP) რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ნიკოლაი პრომოშჩნიკოვმა და UNDP საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ინიტა პაულოვიჩამ.

საერთაშორისო ფორუმი - ენერგია მდგრადი განვითარებისთვის, ეხმიანება გაეროს გენერალური მდივნის ინიციატივას „მდგრადი ენერგია ყველასთვის“. საქართველოს ფორუმს  წინ უძღოდა რამდენიმე საერთაშორისო ფორუმი ცენტრალური აზიის ქვეყნებში, რომელიც 2010-2012 წლებში გაიმართა.  

 

საკონტაქტო ინფორმაცია

ჟან როდრიგეს, UNECE, jean.rodriguez@unece.org, + 41 22 9172727

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველოში, sophie.tchitchinadze@undp.org, +995 599 196907

თეა ბოლქვაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო,tbolkvadze@economy.ge, +995 599 210403

ლიკა ბახტაძე, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო, l.bakhtadze@menr.gov.ge, +995 577 990805